„ოცნების ქალაქი" განვითარებას გააგრძელებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

© Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2025
გამოწერა
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. აჭარის დედაქალაქში მდებარე "ოცნების ქალაქში" სკოლა, საბავშვო ბაღი და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები გაჩნდება და ის განაგრძობს განვითარებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
„ოცნების ქალაქის“ პროექტი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, მოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო და ამიტომ ახალ ეტაპზე ასევე იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ოცნების ქალაქის“ განვითარება ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში ქალაქის ეკონომიკის განვითარებას. მშენებლობის დასრულება 2028 წელს იგეგმება.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0