https://sputnik-georgia.com/20250208/batumsi-saertasoriso-standartebis-yibuli-arena-gaixsna-292056524.html
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გაიხსნა
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ყინულის არენა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. 08.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-08T17:32+0400
2025-02-08T17:32+0400
2025-02-08T17:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ბათუმი
აჭარა
აჭარის მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1f/291960779_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_0eb95b294f31ccee0a4fa5074590fcf6.jpg
თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების, 1.500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ყინულის არენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გახსნა.ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, ჩაერთონ სპორტში.საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე დამონტაჟდა სპორტული განათება, ტაბლო და გახმოვანების სისტემები, ტრიბუნები გათვლილია 1.500 მაყურებელზე. სპორტულ ობიექტში ფუნქციონირებს საკონფერენციო და ქორეოგრაფიული დარბაზები, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები, გასახდელები და სველი წერტილები.კომპლექსი ყინულის არენასთან ერთად საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 54 მლნ ლარს შეადგენს.არენა 9 თებერვლიდან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.უწყების ცნობით, კომპლექსს მომავალი წლიდან ექნება შესაძლებლობა, სრული დატვირთვით უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრებებს ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში.რამდენიმე დღის წინ უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყინული მოედანი გაიხსნა თბილისშიც. თბილისის ყინულის არენაც თებერვალში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. ის ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.„ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025“ 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოში - ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1f/291960779_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_9194f9130c40e3c7cc134e887aeb2a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ბათუმი , აჭარა , აჭარის მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ბათუმი , აჭარა , აჭარის მთავრობა
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გაიხსნა
ყინულის არენა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.
თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების, 1.500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ყინულის არენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გახსნა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, ჩაერთონ სპორტში.
„აქ გაიმართება ახალგაზრდული ზამთრის ფესტივალი, რომელიც ხვალ დაიწყება ყინულის სასახლეში. ეს არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მთლიანად ქვეყნისთვის და კონკრეტულად ბათუმისთვის. ბათუმში დაახლოებით 450 ახალგაზრდა არის ჩართული სპორტის ამ სახეობაში და ახალი დარბაზი მისცემს ახალ სტიმულს ბავშვებს, ახალგაზრდებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე დამონტაჟდა სპორტული განათება, ტაბლო და გახმოვანების სისტემები, ტრიბუნები გათვლილია 1.500 მაყურებელზე. სპორტულ ობიექტში ფუნქციონირებს საკონფერენციო და ქორეოგრაფიული დარბაზები, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები, გასახდელები და სველი წერტილები.
კომპლექსი ყინულის არენასთან ერთად საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 54 მლნ ლარს შეადგენს.
არენა 9 თებერვლიდან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.
უწყების ცნობით, კომპლექსს მომავალი წლიდან ექნება შესაძლებლობა, სრული დატვირთვით უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრებებს ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში.
რამდენიმე დღის წინ უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყინული მოედანი გაიხსნა თბილისშიც. თბილისის ყინულის არენაც თებერვალში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. ის ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.
„ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025“ 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოში - ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.