https://sputnik-georgia.com/20250205/sssm-pirs-prostituciit-fulis-sovnas-aizulebdnen-dakavebulia-ori-piri-292016581.html
შშმ პირს პროსტიტუციით ფულის შოვნას აიძულებდნენ - დაკავებულია ორი ადამიანი
შშმ პირს პროსტიტუციით ფულის შოვნას აიძულებდნენ - დაკავებულია ორი ადამიანი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T13:42+0400
2025-02-05T13:42+0400
2025-02-05T13:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ შშმ პირის სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის იძულებისთვის ორი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისში 39 და 48 წლის ქალი და მამაკაცი დააკავეს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ბრალდებულები სისტემატურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, 39 წლის შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამ გზით მოპოვებულ თანხას სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობდნენ და ემუქრებოდნენ.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შშმ პირს პროსტიტუციით ფულის შოვნას აიძულებდნენ - დაკავებულია ორი ადამიანი
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ შშმ პირის სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის იძულებისთვის ორი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისში 39 და 48 წლის ქალი და მამაკაცი დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ბრალდებულები სისტემატურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, 39 წლის შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამ გზით მოპოვებულ თანხას სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობდნენ და ემუქრებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.