https://sputnik-georgia.com/20250205/gigi-ugulavas-kidev-svid-dakavebuls-avtomagistralis-gadaketvis-gamo-patimroba-emuqreba-292012911.html
გიგი უგულავას და კიდევ 7 დაკავებულს ავტომაგისტრალის გადაკეტვის გამო პატიმრობა ემუქრება
გიგი უგულავას და კიდევ 7 დაკავებულს ავტომაგისტრალის გადაკეტვის გამო პატიმრობა ემუქრება
Sputnik საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, რვა ბრალდებულმა, პოლიციის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, უკანონოდ სცადა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T00:09+0400
2025-02-05T00:09+0400
2025-02-05T00:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262694642_0:58:2401:1408_1920x0_80_0_0_ab3d8371ba76602375fc51ad5d779a0b.jpg
თბილისი, 4 თბილისი - Sputnik. შსს-მ დაადასტურა რვა პირის, მათ შორის თბილისის ექს-მერის გიგი უგულავას დაკავება 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.უგულავა სხვებთან ერთად ადმინისტრაციული წესითაა დაკავებულთა კვირას, 2 თებერვალს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს თბილისისა და აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია.სისხლის სამართლის დანაშაულში ასევე ბრალდებულები არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუპატაძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე.შსს-ს ინფორმაციით, რვა ბრალდებულმა, პოლიციის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, უკანონოდ სცადა გადაეკეტა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.გამოძიების ვერსიით, აქციის მონაწილეებმა 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან.„მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება, შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უგულავას და კიდევ შვიდ ბრალდებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262694642_85:0:2218:1600_1920x0_80_0_0_e0ba556592a909e4de491d94ba591e15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
გიგი უგულავას და კიდევ 7 დაკავებულს ავტომაგისტრალის გადაკეტვის გამო პატიმრობა ემუქრება
შსს-ს ინფორმაციით, რვა ბრალდებულმა, პოლიციის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, უკანონოდ სცადა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა
თბილისი, 4 თბილისი - Sputnik. შსს-მ დაადასტურა რვა პირის, მათ შორის თბილისის ექს-მერის გიგი უგულავას დაკავება 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
უგულავა სხვებთან ერთად ადმინისტრაციული წესითაა დაკავებულთა კვირას, 2 თებერვალს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს თბილისისა და აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია.
სისხლის სამართლის დანაშაულში ასევე ბრალდებულები არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუპატაძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე.
შსს-ს ინფორმაციით, რვა ბრალდებულმა, პოლიციის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, უკანონოდ სცადა გადაეკეტა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
გამოძიების ვერსიით, აქციის მონაწილეებმა 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან.
„მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება, შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უგულავას და კიდევ შვიდ ბრალდებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.