https://sputnik-georgia.com/20250204/saqartvelos-parlamentsi-usafrtxoebis-yviteli-done-amoqmedda-291999659.html
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ ამოქმედდა
Sputnik საქართველო
შეზღუდვის მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა 04.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-04T10:41+0400
2025-02-04T10:41+0400
2025-02-04T10:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291606203_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_a001e532f7e49cbb8c411ce7d8e4100a.jpg
თბილისი, 4 თებერვალი— Sputnik. დღეს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით, პარლამენტში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იმოქმედებს.მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარდგება, ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“, - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება >>შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.„აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - წერია განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291606203_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_a9bbc3c31556bdc4cc18ecc872e72fc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ ამოქმედდა
შეზღუდვის მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
თბილისი, 4 თებერვალი— Sputnik. დღეს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით, პარლამენტში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იმოქმედებს.
მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარდგება, ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“, - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
„აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - წერია განცხადებაში.