https://sputnik-georgia.com/20250203/yavelashvili-parlamentshi-kovelwliuri-moxsenebit-wardgeba-291998325.html
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება
Sputnik საქართველო
ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების... 03.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-03T23:00+0400
2025-02-03T23:00+0400
2025-02-03T23:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603905_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_aa38b818df0facdfb75fcea503b22ca2.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გაიხსნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე.პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს დაეთმობა.პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს 4-7 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტზეც იმსჯელებენ, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნას შეეხება.რით დაკავდება საგამოძიებო კომისია?დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშაობას თებერვლის პირველ სამშაბათს დაიწყებს.მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, დღეს საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დანაშაული ჩაიდინა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.დანაშაულებს შორისაა:აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველ სასესიო კვირაში.ამ დროისთვის პარლამენტში ექვსი პოლიტიკური ძალიდან, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს, მხოლოდ ორია წარმოდგენილი: მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და მისი მხარდამჭერი „ხალხის ძალა". მათ 150-დან მხოლოდ 89 მანდატი აქვთ.დანარჩენი მანდატები გადანაწილდა ოთხ პოლიტიკურ ძალაზე: „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო" და „საქართველოსთვის", რომლებმაც უარი განაცხადეს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებასა და საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603905_63:0:1887:1368_1920x0_80_0_0_f76fc10aee7a6a6b73135007d54ad82f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება
ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გაიხსნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე.
პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს დაეთმობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს 4-7 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.
მათ შორისაა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ინიციატორების თხოვნით, დაჩქარებული წესით იქნება განხილული.
მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტზეც იმსჯელებენ, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნას შეეხება.
რით დაკავდება საგამოძიებო კომისია?
დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშაობას თებერვლის პირველ სამშაბათს დაიწყებს.
მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, დღეს საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დანაშაული ჩაიდინა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველ სასესიო კვირაში.
ამ დროისთვის პარლამენტში ექვსი პოლიტიკური ძალიდან, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს, მხოლოდ ორია წარმოდგენილი: მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და მისი მხარდამჭერი „ხალხის ძალა". მათ 150-დან მხოლოდ 89 მანდატი აქვთ.
დანარჩენი მანდატები გადანაწილდა ოთხ პოლიტიკურ ძალაზე: „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო" და „საქართველოსთვის", რომლებმაც უარი განაცხადეს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებასა და საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე.