https://sputnik-georgia.com/20250203/droebiti-sagamoziebo-komisiis-sheqmnis-proeqti-dainicirda-291995974.html
„ნაცმოძრაობის“ დანაშაულების გამოძიება: საგამოძოებო კომისიის შექმნის პროექტი ინიცირებულია
„ნაცმოძრაობის“ დანაშაულების გამოძიება: საგამოძოებო კომისიის შექმნის პროექტი ინიცირებულია
Sputnik საქართველო
დროებითი საგამოძიებო კომისია უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს... 03.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-03T20:18+0400
2025-02-03T20:18+0400
2025-02-03T20:18+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_07b8dc35055f4268cad1ebaadf5ea108.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა, რომელიც შეისწავლის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაულებს.„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“ - ასეთი იქნება საპარლამენტო კომისიის სახელწოდება, რომელიც პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება. კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება, თუმცა „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს.დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია.საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი მიეცა პასუხისგებაში. ამჯერად „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებთან დაკავშირებული პოლიტიკური ორგანიზაციების დასჯას გეგმავს.„ქართული ოცნების“ ლიდერები გამუდმებით აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაამახსოვრა თავი მმართველობის უხეში მეთოდებით: ესაა ძალადობა, ბიზნესის რეკეტი, შანტაჟი და მუქარა.საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს არწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში დაიწყებდა სამართლებრივ პროცედურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციების, მემკვიდრე-პარტიებისა და სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით.ამ პარტიებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე მმართველი გუნდის ლიდერებმა არჩევნების შემდეგ კვლავ დაიწყეს საუბარი - საუბარია ოპოზიციაზე, რომელიც შევიდა პარლამენტში, მაგრამ უარს ამბობს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე.გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. „ქართულ ოცნებაში“ ყველა ამ პარტიას უწოდებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთში საერთო პატრონების მქონე აგენტებს.საგამოძიებო კომისიის ფუნქციებიმმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, დღეს საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დანაშაული ჩაიდინა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.დანაშაულებს შორისაა:აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველ სასესიო კვირაში.კომისიის დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ.საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.სპეკულაციების გამოსარიცხად, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, 2003-2012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_107:0:1812:1279_1920x0_80_0_0_8f7ff85f318310b0d654541510f511cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ დანაშაულების გამოძიება: საგამოძოებო კომისიის შექმნის პროექტი ინიცირებულია
დროებითი საგამოძიებო კომისია უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა, რომელიც შეისწავლის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაულებს.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“ - ასეთი იქნება საპარლამენტო კომისიის სახელწოდება, რომელიც პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება.
კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება, თუმცა „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს.
დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას უკავშირდება პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით, კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება, 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება", - ნათქვამია დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში.
საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი მიეცა პასუხისგებაში. ამჯერად „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებთან დაკავშირებული პოლიტიკური ორგანიზაციების დასჯას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გამუდმებით აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაამახსოვრა თავი მმართველობის უხეში მეთოდებით: ესაა ძალადობა, ბიზნესის რეკეტი, შანტაჟი და მუქარა.
საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს არწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში დაიწყებდა სამართლებრივ პროცედურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციების, მემკვიდრე-პარტიებისა და სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით.
ამ პარტიებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე მმართველი გუნდის ლიდერებმა არჩევნების შემდეგ კვლავ დაიწყეს საუბარი - საუბარია ოპოზიციაზე, რომელიც შევიდა პარლამენტში, მაგრამ უარს ამბობს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე.
გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. „ქართულ ოცნებაში“ ყველა ამ პარტიას უწოდებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთში საერთო პატრონების მქონე აგენტებს.
საგამოძიებო კომისიის ფუნქციები
მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, დღეს საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დანაშაული ჩაიდინა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველ სასესიო კვირაში.
კომისიის დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.
სპეკულაციების გამოსარიცხად, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, 2003-2012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის.