https://sputnik-georgia.com/20250202/wilosani-revoluciis-mowyobis-mcdelobas-donorebi-ucheren-mxars-291976428.html
დეპუტატი: საქართველოში რევოლუციის ყველა მცდელობა უცხოელი დონორების მიერაა მხარდაჭერილი
დეპუტატი: საქართველოში რევოლუციის ყველა მცდელობა უცხოელი დონორების მიერაა მხარდაჭერილი
Sputnik საქართველო
კვირას ოპოზიციას ქვეყნის მთავარი მაგისტრალის გადაკეტვა სურს, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. 02.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-02T13:55+0400
2025-02-02T13:55+0400
2025-02-02T14:14+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044674_0:84:1280:805_1920x0_80_0_0_c00e44875abdeb7de087cdcc9d17fe84.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოში რევოლუციის ყველა მცდელობა უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერაა მხარდაჭერილი, დაწერა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში.წილოსანმა ევროკავშირის დაფინანსების გამო დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მიმართ გამოძიების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.ვიცე-სპიკერის თქმით, კვირას რადიკალ აქტივისტებსა და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ პარტიებს სურთ ქვეყნის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი მთავარი მაგისტრალიგადაკეტონ,, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულია.აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფანი ან ევროპის სატრანზიტო გზა E-60, არის სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველი პარტია დიდი ხანია გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს.„წელიწადზე მეტია საჯაროდ ვაცხადებთ გარე ჩარევის შესახებ! „გამჭვირვალობის კანონის" მიღების გამო, რაც ახლა ასეთი აქტუალურია აშშ-შიც, გავხდით პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ გავუძელით”, -დაწერა წილოსანმა.დეპუტატის თქმით, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს შეერთებული შტატების მაგალითს და ახლად არჩეული პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული საგარეო დახმარების გადახედვის მიზნით ხელი მოაწერა ბრძანებას „აშშ-ის საგარეო დახმარების გადახედვისა და რეორგანიზაციის შესახებ“.„აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროკავშირმაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს”, -დაწერა წილოსანმა.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პოლიციას პიროტექნიკას „ესროდნენ“, პარლამენტის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ.28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 67-ე დღეა იმართება.საქართველო და დასავლეთიდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.
საქართველო
ევროკავშირი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044674_102:0:1241:854_1920x0_80_0_0_e1a86611c6235d8a437fe641c2911fa5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , აშშ , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , აშშ , ახალი ამბები
დეპუტატი: საქართველოში რევოლუციის ყველა მცდელობა უცხოელი დონორების მიერაა მხარდაჭერილი
13:55 02.02.2025 (განახლებულია: 14:14 02.02.2025) კვირას ოპოზიციას ქვეყნის მთავარი მაგისტრალის გადაკეტვა სურს, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოში რევოლუციის ყველა მცდელობა უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერაა მხარდაჭერილი, დაწერა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში.
წილოსანმა ევროკავშირის დაფინანსების გამო დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მიმართ გამოძიების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები. რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია ამა თუ იმ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან”, - განაცხადა წილოსანმა.
ვიცე-სპიკერის თქმით, კვირას რადიკალ აქტივისტებსა და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ პარტიებს სურთ ქვეყნის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი მთავარი მაგისტრალიგადაკეტონ,, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულია.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფანი ან ევროპის სატრანზიტო გზა E-60, არის სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
„დღეს რადიკალი აქტივისტები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიები აწყობენ აქციას თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონდმებლობით”, - დაწერა წილსანმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველი პარტია დიდი ხანია გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს.
„წელიწადზე მეტია საჯაროდ ვაცხადებთ გარე ჩარევის შესახებ! „გამჭვირვალობის კანონის" მიღების გამო, რაც ახლა ასეთი აქტუალურია აშშ-შიც, გავხდით პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ გავუძელით”, -დაწერა წილოსანმა.
დეპუტატის თქმით, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს შეერთებული შტატების მაგალითს და ახლად არჩეული პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული საგარეო დახმარების გადახედვის მიზნით ხელი მოაწერა ბრძანებას „აშშ-ის საგარეო დახმარების გადახედვისა და რეორგანიზაციის შესახებ“.
„აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროკავშირმაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს”, -დაწერა წილოსანმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პოლიციას პიროტექნიკას „ესროდნენ“, პარლამენტის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ.
28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.
თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 67-ე დღეა იმართება.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.