https://sputnik-georgia.com/20250202/shss-gancxadebas-avrcelebs-291970259.html
თბილისის შემოსასვლელის ბლოკირებას გეგმავენ: შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს
თბილისის შემოსასვლელის ბლოკირებას გეგმავენ: შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები. 02.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-02T09:34+0400
2025-02-02T09:34+0400
2025-02-02T14:56+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_74b73a95dc7b74b4853cf59e1134b988.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტების მიერ 2 თებერვალს დაგეგმილი სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება კანონით აკრძალულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გვრცელებულ განცხადებში.აქციის მონაწილეები, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვას გეგმავენ - აღნიშნული ტრასა არის საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილი.შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პოლიციას პიროტექნიკას „ესროდნენ“, პარლამენტის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. 28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა. თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_b6bffb79b9093d129227288bdda74250.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის შემოსასვლელის ბლოკირებას გეგმავენ: შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს
09:34 02.02.2025 (განახლებულია: 14:56 02.02.2025) შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტების მიერ 2 თებერვალს დაგეგმილი სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება კანონით აკრძალულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გვრცელებულ განცხადებში.
აქციის მონაწილეები, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვას გეგმავენ - აღნიშნული ტრასა არის საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილი.
„მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.
„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პოლიციას პიროტექნიკას „ესროდნენ“, პარლამენტის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ.
28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.
თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.