https://sputnik-georgia.com/20250202/devnilma-tavis-dawva-scada-mamakaci-gardaicvala-291974628.html
აფხაზეთიდან დევნილმა თავის დაწვა სცადა - მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
აფხაზეთიდან დევნილმა თავის დაწვა სცადა - მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინის მიღებას ელოდა, თუმცა, ამ დრომდე მომლოდინეთა რიგში იყო. 02.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-02T11:41+0400
2025-02-02T11:41+0400
2025-02-02T11:41+0400
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836474_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e633a320c4a92557603fe9851e28199a.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თბილისში თავის დაწვა სცადა, მიღებული დამწვრობის შედეგად ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.შემთხვევა 27 იანვარს მოხდა: 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინის მიღებას ელოდა, თუმცა, ამ დრომდე მომლოდინეთა რიგში იყო.შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო.გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს ჯანდაცვის სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან და ორ ზრდასრულ შვილთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. მან საცხოვრებელი ფართის მიღების თხოვნით სააგენტოს განცხადებით მიმართა, თუმცა, პასუხი არ მიუღია. უფრო მეტიც, მან ასევე მოითხოვა ოპერაციის დაფინანსება, მაგრამ არც ამ საკითხზე მიუღია პასუხი.იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორის, ახალი სახლების მშენებლობა, ბინების ყიდვა და სოფლებში საკარმიდამოს გადაცემა.ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 295,9 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 94,5 ათასი ოჯახია.დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. აღნიშნული პროექტი 2023 წელს დაიწყო.2024 წელს საქართველოში დაახლოებით 3,4 ათასმა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა. მათგან დაახლოებით 2 ათას დევნილ ოჯახს გადაეცა ახალაშენებული ბინა, ხოლო 1,4 ათას ოჯახს - სახლი, რომელიც შევიძინეთ „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836474_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_bd507a27293ff9047facdff80bd61f0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილმა თავის დაწვა სცადა - მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინის მიღებას ელოდა, თუმცა, ამ დრომდე მომლოდინეთა რიგში იყო.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თბილისში თავის დაწვა სცადა, მიღებული დამწვრობის შედეგად ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.
შემთხვევა 27 იანვარს მოხდა: 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინის მიღებას ელოდა, თუმცა, ამ დრომდე მომლოდინეთა რიგში იყო.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო.
გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს ჯანდაცვის სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმები 5 დღის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდნენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან და ორ ზრდასრულ შვილთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. მან საცხოვრებელი ფართის მიღების თხოვნით სააგენტოს განცხადებით მიმართა, თუმცა, პასუხი არ მიუღია. უფრო მეტიც, მან ასევე მოითხოვა ოპერაციის დაფინანსება, მაგრამ არც ამ საკითხზე მიუღია პასუხი.
იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორის, ახალი სახლების მშენებლობა, ბინების ყიდვა და სოფლებში საკარმიდამოს გადაცემა.
ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 295,9 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 94,5 ათასი ოჯახია.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. აღნიშნული პროექტი 2023 წელს დაიწყო.
2024 წელს საქართველოში დაახლოებით 3,4 ათასმა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა. მათგან დაახლოებით 2 ათას დევნილ ოჯახს გადაეცა ახალაშენებული ბინა, ხოლო 1,4 ათას ოჯახს - სახლი, რომელიც შევიძინეთ „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში.