https://sputnik-georgia.com/20250202/danashauli-saqartveloshi-2024-wlis-statistika-291968843.html
დანაშაული საქართველოში: 2024 წლის სტატისტიკა
დანაშაული საქართველოში: 2024 წლის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში დიდი ხნის მანძილზე პირველად დაფიქსირდა ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა უკანონო აბორტები, ბავშვის შეცვლა, სახელმწიფო ჯილდოების ყიდვა/გაყიდვა 02.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-02T12:49+0400
2025-02-02T12:49+0400
2025-02-02T12:49+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 7,75%-ით შემცირდა და დაახლოებით 50 ათასი შეადგინა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილი 49.476 დანაშაულიდან საქმეების 64,26% გახსნილია. 2023 წელს გახსნილი საქმეების მაჩვენებელი იყო 64,87%.შსს-ის მასალების თანახმად, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა სიცოცხლის ხელყოფა ან გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანება, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა და „ქურდული სამყაროს“ წევრობა.საქართველოში დიდი ხნის მანძილზე პირველად დაფიქსირდა ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა უკანონო აბორტები, ბავშვის შეცვლა, სახელმწიფო ჯილდოების ყიდვა/გაყიდვა, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. 2024 წელს ჩადენილი დანაშაულების ტოპ-5:გარდა ამისა, 2024 წელს 65 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით: „განზრახ მკვლელობა“ და „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში“, 189 -„გაუპატიურების“, 1.112 - „თვითმკვლელობამდე მიყვანის“, 7 - „ადამიანით ვაჭრობის“, 3 - „წამების" და 17 - „არაადამიანური მოპყრობის" მუხლებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დანაშაული საქართველოში: 2024 წლის სტატისტიკა
საქართველოში დიდი ხნის მანძილზე პირველად დაფიქსირდა ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა უკანონო აბორტები, ბავშვის შეცვლა, სახელმწიფო ჯილდოების ყიდვა/გაყიდვა
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 7,75%-ით შემცირდა და დაახლოებით 50 ათასი შეადგინა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილი 49.476 დანაშაულიდან საქმეების 64,26% გახსნილია. 2023 წელს გახსნილი საქმეების მაჩვენებელი იყო 64,87%.
გახსნილი საქმეების ძირითადი ნაწილი მოდის ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, მძევლად აყვანა, იძულება, მუქარა, კრიმინალური სამყაროს წევრობა, მისი მხარდაჭერა და დაფინანსება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები.
შსს-ის მასალების თანახმად, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა სიცოცხლის ხელყოფა ან გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანება, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა და „ქურდული სამყაროს“ წევრობა.
საქართველოში დიდი ხნის მანძილზე პირველად დაფიქსირდა ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა უკანონო აბორტები, ბავშვის შეცვლა, სახელმწიფო ჯილდოების ყიდვა/გაყიდვა, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება.
2024 წელს ჩადენილი დანაშაულების ტოპ-5:
ქურდობა – 13.530 დანაშაული
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული – 5.375 დანაშაული
ოჯახური ძალადობა – 3.731 დანაშაული
ძალადობა – 3 170 დანაშაული.
გარდა ამისა, 2024 წელს 65 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით: „განზრახ მკვლელობა“ და „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში“, 189 -„გაუპატიურების“, 1.112 - „თვითმკვლელობამდე მიყვანის“, 7 - „ადამიანით ვაჭრობის“, 3 - „წამების" და 17 - „არაადამიანური მოპყრობის" მუხლებით.