https://sputnik-georgia.com/20250201/saqartvelo-da-cineti-biznes-tanamsromlobis-axal-doneze-gadavidnen-291969283.html
საქართველო და ჩინეთი ბიზნეს-თანამშრომლობის ახალ დონეზე გადავიდნენ
საქართველო და ჩინეთი ბიზნეს-თანამშრომლობის ახალ დონეზე გადავიდნენ
Sputnik საქართველო
ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ოფისები შანხაიში, პეკინსა და შანდონგის პროვინციაში გაიხსნება 01.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-01T21:52+0400
2025-02-01T21:52+0400
2025-02-01T21:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275791784_0:166:3055:1884_1920x0_80_0_0_dfdb945ecb954b222553bdfa4fd0a6d0.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისში შეიქმნა ასოციაცია „საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა", რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის საქმიანი კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მუდმივად იზრდება.ასოციაციის დამფუძნებელთა თქმით, ეს არის დინამიური პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერებას, ინოვაციური პროექტების განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას.ასოციაცია კომპანიებს სთავაზობს ინდივიდუალურ ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ექსპერტიზას ბაზარზე შესვლის, პროექტების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორების მოძიების მიმართულებით.ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ოფისები შანხაიში, პეკინსა და შანდონგის პროვინციაში უზრუნველყოფენ ოპერატიულ კონსულტაციებს და მჭიდრო კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნეს ურთიერთობებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას, აღნიშნავენ პროექტების ინიციატორები."ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ქართულ და ჩინურ ბიზნესებს ერთმანეთთან დაკავშირებაში, ღირებული პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების განხორციელებაში. ჩვენი გამოცდილება და ღრმა ცოდნა ორივე ქვეყნის ბაზრისა და კულტურის შესახებ გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ოპტიმალური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ორივე მხარის განვითარებას და წარმატებას," - აღნიშნავს ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, დავით ჩიქოვანი.მისი თქმით, ასოციაციის როლი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური განვითარებისა და შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების მიზნით, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.საქართველო და ჩინეთიჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275791784_161:0:2892:2048_1920x0_80_0_0_e20c1745e5daa39dcaf15b79f9cb1236.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო და ჩინეთი ბიზნეს-თანამშრომლობის ახალ დონეზე გადავიდნენ
ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ოფისები შანხაიში, პეკინსა და შანდონგის პროვინციაში გაიხსნება
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისში შეიქმნა ასოციაცია „საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა", რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის საქმიანი კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მუდმივად იზრდება.
ასოციაციის დამფუძნებელთა თქმით, ეს არის დინამიური პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერებას, ინოვაციური პროექტების განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას.
ასოციაცია კომპანიებს სთავაზობს ინდივიდუალურ ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ექსპერტიზას ბაზარზე შესვლის, პროექტების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორების მოძიების მიმართულებით.
ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ოფისები შანხაიში, პეკინსა და შანდონგის პროვინციაში უზრუნველყოფენ ოპერატიულ კონსულტაციებს და მჭიდრო კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნეს ურთიერთობებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას, აღნიშნავენ პროექტების ინიციატორები.
"ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ქართულ და ჩინურ ბიზნესებს ერთმანეთთან დაკავშირებაში, ღირებული პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების განხორციელებაში. ჩვენი გამოცდილება და ღრმა ცოდნა ორივე ქვეყნის ბაზრისა და კულტურის შესახებ გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ოპტიმალური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ორივე მხარის განვითარებას და წარმატებას," - აღნიშნავს ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, დავით ჩიქოვანი.
მისი თქმით, ასოციაციის როლი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური განვითარებისა და შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების მიზნით, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).