https://sputnik-georgia.com/20250131/tbilissi-saertasoriso-standartis-yinulis-arena-gaixsna-291957613.html
თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენა გაიხსნა
თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ყინულის მოედანი ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება. 31.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-31T16:24+0400
2025-01-31T16:24+0400
2025-01-31T16:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23407/38/234073836_0:0:2038:1147_1920x0_80_0_0_ee46d65c5c4be3975e2331981804f541.jpg
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. თბილისში უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყინული მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.ყინულის არენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სპორტის მინისტრებთან ერთად გახსნა.ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას თებერვალში უმასპინძლებს. ის ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60/30 მეტრის ზომის ყინულის მოედანი, 700 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო.ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მლნ ლარით დაფინანსდა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23407/38/234073836_0:0:1819:1365_1920x0_80_0_0_228dd783bb38365d16b4e357e7f1b290.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველოს მთავრობა
თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენა გაიხსნა
ყინულის მოედანი ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. თბილისში უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყინული მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ყინულის არენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სპორტის მინისტრებთან ერთად გახსნა.
ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას თებერვალში უმასპინძლებს. ის ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.
„ყინულის არენა აშენდა ერთ წელიწადში, ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატისთვის, თუმცა ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ქალაქს, ქვეყანას. პროექტი უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული, თანამედროვე სტანდარტების და ხელს შეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60/30 მეტრის ზომის ყინულის მოედანი, 700 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო.
ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მლნ ლარით დაფინანსდა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.