https://sputnik-georgia.com/20250130/saqartvelos-prezidentma-ss-ministri-da-maralcinosnebi-daajildova-291947367.html
საქართველოს პრეზიდენტმა შს მინისტრი და მაღალჩინოსნები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა შს მინისტრი და მაღალჩინოსნები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
ძალოვანებს ჯილდო გადაეცათ კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 30.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-30T17:30+0400
2025-01-30T17:30+0400
2025-01-30T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაური
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291942723_0:118:2048:1270_1920x0_80_0_0_2430e66bce82ad355161d089ba8550b1.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და ძალოვანი სტრუქტურის სხვა მაღალჩინოსნები, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.2024 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე „მაგნიცკის სიაში“ შეიყვანეს. აშშ-მა ისინი საპარლამენტო არჩევნების დროს ხალხზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულეს. მალევე პრემიერმა კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა, იანვრის დასაწყისში კი პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა.ძალოვანებს ჯილდოები გადაეცა კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ყაველაშვილმა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქართული პოლიცია ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლოა.მისი თქმით, მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თითოეული სახელმწიფოსთვის, რადგან ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, სოციალური კეთილდღეობა, სრულფასოვანი განათლება, საჯარო სერვისების გამართული მუშაობა და ხელმისაწვდომობა.„ამიტომაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვერავინ შეძლებს, შეარყიოს ქართველი ხალხის ნება, გავაგრძელოთ ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული იქნება საქართველოს ისტორია, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური ღირებულებები და ეროვნული თვითმყოფადობა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ჯილდოს მიღება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაფასებისთვის და თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა.სახელმწიფო ჯილდოები ასევე მიიღეს შს მინისტრის პირველმა მოადგილე შალვა ბედოიძემ, მოადგილეებმა - იოსებ ჭელიძემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გიორგი ბუთხუზმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა და მისმა მოადგილეებმა მილერი ლაგაზაურმა და მირზა კეზევაძემ.საქართველო და დასავლეთიდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291942723_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_93d3826d1e812885eb9aa57c7f0a4886.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვახტანგ გომელაური , საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვახტანგ გომელაური , საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა შს მინისტრი და მაღალჩინოსნები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
ძალოვანებს ჯილდო გადაეცათ კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და ძალოვანი სტრუქტურის სხვა მაღალჩინოსნები, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
2024 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე „მაგნიცკის სიაში“ შეიყვანეს. აშშ-მა ისინი საპარლამენტო არჩევნების დროს ხალხზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულეს. მალევე პრემიერმა კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა, იანვრის დასაწყისში კი პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა.
ძალოვანებს ჯილდოები გადაეცა კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ყაველაშვილმა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქართული პოლიცია ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლოა.
„ძლიერი ქართული პოლიცია, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოა. გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში განუხრელად იქნება დაცული წესრიგი. გეცვას პოლიციელის ფორმა და ატარებდე მუნდირს მხოლოდ იმ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია ვინც მზადაა, დაუფიქრებლად გაწიროს, საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თითოეული სახელმწიფოსთვის, რადგან ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, სოციალური კეთილდღეობა, სრულფასოვანი განათლება, საჯარო სერვისების გამართული მუშაობა და ხელმისაწვდომობა.
„ამიტომაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვერავინ შეძლებს, შეარყიოს ქართველი ხალხის ნება, გავაგრძელოთ ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული იქნება საქართველოს ისტორია, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური ღირებულებები და ეროვნული თვითმყოფადობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ჯილდოს მიღება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაფასებისთვის და თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა.
სახელმწიფო ჯილდოები ასევე მიიღეს შს მინისტრის პირველმა მოადგილე შალვა ბედოიძემ, მოადგილეებმა - იოსებ ჭელიძემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გიორგი ბუთხუზმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა და მისმა მოადგილეებმა მილერი ლაგაზაურმა და მირზა კეზევაძემ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.