https://sputnik-georgia.com/20250130/saqartvelom-da-somxetma-savawro-urtiertobebsi-mnisvnelovani-sakitxebi-ganixiles-291952738.html
საქართველომ და სომხეთმა სავაჭრო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს
საქართველომ და სომხეთმა სავაჭრო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს
Sputnik საქართველო
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მსხვილ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 30.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-30T22:42+0400
2025-01-30T22:42+0400
2025-01-31T09:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
საქართველოს მთავრობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291949066_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_3330153c2a6696dd8e9a166a41a9acca.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და ტურიზმის განვითარება საქართველოსა და სომხეთის შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მთავარი თემა გახდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.საქართველო და სომხეთი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. დღეს სომხეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურისტების რაოდენობის მიხედვით სამეულში შედის.მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილი შესაძლებლობების ათვისებას, მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ტურიზმის, ციფრული ეკონომიკისა და სატრანზიტო დერეფნისა განვითარების მნიშვნელობას.კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომის ოქმს.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291949066_179:0:1999:1365_1920x0_80_0_0_c58a3e1f4346068140d7abe91e939faa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველომ და სომხეთმა სავაჭრო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს
22:42 30.01.2025 (განახლებულია: 09:31 31.01.2025) ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მსხვილ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და ტურიზმის განვითარება საქართველოსა და სომხეთის შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მთავარი თემა გახდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველო და სომხეთი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. დღეს სომხეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურისტების რაოდენობის მიხედვით სამეულში შედის.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.
ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილი შესაძლებლობების ათვისებას, მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ტურიზმის, ციფრული ეკონომიკისა და სატრანზიტო დერეფნისა განვითარების მნიშვნელობას.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომის ოქმს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.