https://sputnik-georgia.com/20250129/dedaqalaqis-biujeti-izrdeba-291923277.html
ბიუჯეტი იზრდება - თბილისის მერია დედაქალაქის განვითარებაზე მეტის დახარჯვას შეძლებს
ბიუჯეტი იზრდება - თბილისის მერია დედაქალაქის განვითარებაზე მეტის დახარჯვას შეძლებს
Sputnik საქართველო
ხარჯების დაახლოებით ნახევარი - საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლებაზე მოხმარდება. 29.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-29T11:49+0400
2025-01-29T11:49+0400
2025-01-29T11:49+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის საკრებულო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287114827_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0e8e35f2c33e589be21915010a2a20ff.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. 2025 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 209,7 მილიონი ლარით გაიზრდება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.დეკემბერში დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2,2 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილიც ქალაქის ინფრასტრუქტურის ხარჯებია.მისი თქმით, დამატებითი სახსრები იმ ძირითად პრიორიტეტებზე გადანაწილდება, რომლებიც ფინანსურ დოკუმენტში უკვე გაწერილია.ბიუჯეტის პირვანდელი ვერსიით, მერიის ხარჯების დაახლოებით ნახევარი - საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლებაზე მოხმარდება.რაც შეეხება ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებას, თანხების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დედაქალაქში რეგისტრირებულ პირთათვის ინდივიდუალური პროგრამების დაფინანსებასა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეების სოციალურ დახმარებაზე, მათ შორის შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარებაზე, შშმ პირთა მხარდაჭერაზე და მიზნობრივ სოციალურ პროგრამებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287114827_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_885b42b08d41373c9411e8c6b5a7773f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბიუჯეტი იზრდება - თბილისის მერია დედაქალაქის განვითარებაზე მეტის დახარჯვას შეძლებს
ხარჯების დაახლოებით ნახევარი - საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლებაზე მოხმარდება.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. 2025 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 209,7 მილიონი ლარით გაიზრდება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
დეკემბერში დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2,2 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილიც ქალაქის ინფრასტრუქტურის ხარჯებია.
„თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის კორექტირების შედეგად იგი 209 მილიონი ლარით გაიზარდა და 2, 2 მლრდ ლარი შეადგინა", - განაცხადა ტყემალაძემ.
მისი თქმით, დამატებითი სახსრები იმ ძირითად პრიორიტეტებზე გადანაწილდება, რომლებიც ფინანსურ დოკუმენტში უკვე გაწერილია.
„იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამას გარდა, თანხები მოხმარდება სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ბიუჯეტის პირვანდელი ვერსიით, მერიის ხარჯების დაახლოებით ნახევარი - საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლებაზე მოხმარდება.
რაც შეეხება ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებას, თანხების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დედაქალაქში რეგისტრირებულ პირთათვის ინდივიდუალური პროგრამების დაფინანსებასა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეების სოციალურ დახმარებაზე, მათ შორის შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარებაზე, შშმ პირთა მხარდაჭერაზე და მიზნობრივ სოციალურ პროგრამებზე.