საგარეო უწყება: უნგრეთი საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს არ გააუქმებს

© AFP 2024 / HANDOUTპიტერ სიიარტო
პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2025
გამოწერა
მინისტრის თქმით, ვფიქრობთ, რომ არა ბრიუსელში, არამედ საქართველოში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის მომავალზე
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. უნგრეთი არ გააუქმებს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს, მიუხედავად მისი შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებისა, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
ევროკავშირის საბჭოს წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე, კერძოდ, ვიზები სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის აღდგა.
„უნგრეთი არ აჩერებს უვიზო რეჟიმის შესახებ საქართველოსთან მოქმედ შეთანხმებას სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის. ვფიქრობთ, რომ არა ბრიუსელში, არამედ საქართველოში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის მომავალზე და ქართველებმა უკვე მიიღეს ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს თუ არა ეს ბრიუსელს“, - განაცხადა სიიარტომ სხდომის დასრულების შემდეგ უნგრელ ჟურნალისტებთან.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე, ხოლო დიპლომატიური პასპორტებით ევროპაში მოგზაურობა -მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხია.
„ჩვენ შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ უვიზოდაც. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ კვლავაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები“, - განაცხადა კობახიძემ.
ვის შეეხება გადაწყვეტილება?
საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს:
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისას, ნათქვამია პრეს-რელიზში.
ყველა ახალი ამბავი
0