თურქეთში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ქალი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2025
გამოწერა
22 იანვარს მომხდარ ხანძარს 78 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის 36 არასრულწლოვანი იყო.
თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. თურქეთის ბოლუს პროვინციაში სასტუმრო Grand Kartal-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი ქალი დაიღუპა, აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს 58 წლის ლაურა სულიაშვილი ემსხვერპლა.
კურორტ კარტალკაიაში მდებარე 11 -სართულიანი სასტუმრო Grand Kartal -ის მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში ცეცხლი 22 იანვარს, დაახლოებით 03:30 საათზე გაჩნდა. ხანძარს 78 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 36 არასრულწლოვანი იყო, 50 კი დაშავდა.
თურქულ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, სასტუმროში ხანძარი, სავარაუდოდ, სამზარეულოში გაჩნდა, სადაც თანამშრომლებმა აეროღუმელი დატოვეს ჩართული, შემდეგ კი ცეცხლის ჩასაქრობად ცეცხლმაქრის ნაცვლად წყალი გამოიყენეს.
შემთხვევის დროს სასტუმროში 238 სტუმარი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიების ფარგლებში 19 პირია დაკავებული რომელთა შორისაა სასტუმროს მფლობელიც. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, დაისჯება ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზეა.
ყველა ახალი ამბავი
0