https://sputnik-georgia.com/20250127/dippasportebistvis-uvizo-rejimis-shechereba-premieris-komentari-291903864.html
დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება - პრემიერის შეფასება
დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება - პრემიერის შეფასება
Sputnik საქართველო
ჩვენ ევროკავშირში გამგზავრება შეგვიძლია ვიზითაც და უვიზოდაც, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, განაცხადა კობახიძემ 27.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-27T19:00+0400
2025-01-27T19:00+0400
2025-01-27T21:44+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594483_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e15d98371cf30492bf7a21cdcc684d41.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას უწოდა ტექნიკური საკითხი, რომელიც სიმბოლური ხასიათისაა.ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ. ევროკომისიამ ქართველ დიპლომატებს უვიზო რეჟიმის შეჩერება ოფიციალურად 2024 წლის 20 დეკემბერს შესთავაზა.მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე, ხოლო დიპლომატიური პასპორტებით ევროპაში მოგზაურობა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხია.„შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ უვიზოდაც. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ კვლავაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები“, - განაცხადა კობახიძემ.ვის შეეხება გადაწყვეტილება?საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს:საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისას, ნათქვამია პრეს-რელიზში.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594483_119:0:1258:854_1920x0_80_0_0_bbd7a7be10e2ba78248964e7ad06709c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება - პრემიერის შეფასება
19:00 27.01.2025 (განახლებულია: 21:44 27.01.2025) ჩვენ ევროკავშირში გამგზავრება შეგვიძლია ვიზითაც და უვიზოდაც, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას უწოდა ტექნიკური საკითხი, რომელიც სიმბოლური ხასიათისაა.
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ. ევროკომისიამ ქართველ დიპლომატებს უვიზო რეჟიმის შეჩერება ოფიციალურად 2024 წლის 20 დეკემბერს შესთავაზა.
„ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე, ხოლო დიპლომატიური პასპორტებით ევროპაში მოგზაურობა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხია.
„შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ უვიზოდაც. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ კვლავაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები“, - განაცხადა კობახიძემ.
ვის შეეხება გადაწყვეტილება?
საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს:
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისას, ნათქვამია პრეს-რელიზში.