https://sputnik-georgia.com/20250126/vis-azleven-tavshesapars-saqartveloshi-291886217.html
მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში
მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში
Sputnik საქართველო
2024 წელს საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 11 უცხოელს 26.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-26T09:52+0400
2025-01-26T09:52+0400
2025-01-26T09:52+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საზოგადოება
საზოგადოებრივი აზრი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_468740677c862f399b8633a6152e8973.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 115 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.უწყების ცნობით, 2024 წელს საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 11 უცხოელს – ირანის 6 მოქალაქეს, სირიის მოქალაქეს,კუბის მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე სამ პირს. 2024 წელს სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 1.418 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის და პაკისტანის მოქალაქეებზე მოდის. ამასთან, 2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 1.641-მა უცხოელმა.ვის აძევებს საქართველო2024 წელს საქართველომ უცხოეთის 15 სახელმწიფოს 363 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე. გაძევებულთა შორის ასევე იყვნენ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_49:0:2780:2048_1920x0_80_0_0_d2316003e1a0494e843f5438366b5ffd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში
2024 წელს საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 11 უცხოელს
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 115 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
უწყების ცნობით, 2024 წელს საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 11 უცხოელს – ირანის 6 მოქალაქეს, სირიის მოქალაქეს,კუბის მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე სამ პირს.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის 104-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორისაა უკრაინის 91, ერაყის, იემენისა და თურქეთის თითო-თითო მოქალაქე და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ექვსი პირი.
2024 წელს სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 1.418 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის და პაკისტანის მოქალაქეებზე მოდის. ამასთან, 2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 1.641-მა უცხოელმა.
2024 წელს საქართველომ უცხოეთის 15 სახელმწიფოს 363 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე. გაძევებულთა შორის ასევე იყვნენ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.