https://sputnik-georgia.com/20250125/saxelmwifo-qonebis-saagentom-catarebul-auqcionebze-angarisi-waradgina-291883870.html
სახელმწიფო ქონების სააგენტომ ჩატარებულ აუქციონებზე ანგარიში წარადგინა
სახელმწიფო ქონების სააგენტომ ჩატარებულ აუქციონებზე ანგარიში წარადგინა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება აუქციონებზე იყიდება 25.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-25T21:07+0400
2025-01-25T21:07+0400
2025-01-25T21:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251280684_0:157:3015:1853_1920x0_80_0_0_41eb902337a26b30c239d0f03a9177c5.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს ელექტრონულ აუქციონებზე 14.035.899 ლარის მოძრავი ქონება გაყიდა, ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სპეციალურ ვებ-გვერდზე აუქციონებზე იყიდება. სახელმწიფო ადგენს მხოლოდ საწყის ღირებულებას. ფასი დამოკიდებულია აუქციონში მონაწილეთა რაოდენობაზე და მათ წინადადებებზე.2024 წელს სახელმწიფომ 26.221 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, ჯართი, სამშენებლო ტექნიკა, ხელსაწყოები და მასალა, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა.ეს ყველაფერი არის ან სახელმწიფოს მიერ შეძენილი და შემდეგ ჩამოწერილი, ან ჩამორთმეული ქონება. ასევე, საიტზე თავიანთი ქონების განთავსება კერძო პირებს ან კომპანიებს შეუძლიათ.მსგავს აუქციონებს სახელმწიფო ქონების სააგენტო პერიოდულად ატარებს ვებგვერდზე eauction.ge. აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე www.eauction.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251280684_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ba6b85b9198269f156fa92de47a9360f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
სახელმწიფო ქონების სააგენტომ ჩატარებულ აუქციონებზე ანგარიში წარადგინა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება აუქციონებზე იყიდება
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს ელექტრონულ აუქციონებზე 14.035.899 ლარის მოძრავი ქონება გაყიდა, ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სპეციალურ ვებ-გვერდზე აუქციონებზე იყიდება. სახელმწიფო ადგენს მხოლოდ საწყის ღირებულებას. ფასი დამოკიდებულია აუქციონში მონაწილეთა რაოდენობაზე და მათ წინადადებებზე.
2024 წელს სახელმწიფომ 26.221 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, ჯართი, სამშენებლო ტექნიკა, ხელსაწყოები და მასალა, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა.
ეს ყველაფერი არის ან სახელმწიფოს მიერ შეძენილი და შემდეგ ჩამოწერილი, ან ჩამორთმეული ქონება. ასევე, საიტზე თავიანთი ქონების განთავსება კერძო პირებს ან კომპანიებს შეუძლიათ.
მსგავს აუქციონებს სახელმწიფო ქონების სააგენტო პერიოდულად ატარებს ვებგვერდზე eauction.ge. აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე
www.eauction.ge.