2024 წელს ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობამ გამსვლელთა რიცხვს გადააჭარბა - შსს

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაურის საბაგიროზე
გუდაურის საბაგიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2025
გამოწერა
2023 წელთან შედარებით შემომსვლელთა რაოდენობა 3,7%-ით გაიზარდა, ხოლო გამსვლელთა რაოდენობა - 3,8%-ით.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააფიქსირა უცხო ქვეყნის მოქალაქის 7.423.471 შემოსვლა და 7.421.696 გასვლა ქვეყნიდან, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
ამრიგად, ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობამ 2024 წელს ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას მხოლოდ 1775 ადამიანით გადააჭარბა.
2023 წელთან შედარებით შემომსვლელთა რაოდენობა 3,7%-ით გაიზარდა, ხოლო გამსვლელთა რაოდენობა - 3,8%-ით. ხოლო 2024 წელს ქვეყანაში დარჩენილთა რაოდენობა 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 77%-ით შემცირდა.
საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობით პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან. პირველ სამეულში ასევე შედიან თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეებიც.
2024 წელს შემომსვლელ უცხოელთა რაოდენობა

ქვეყანა

შემოსულთა რაოდენობა, ათასი

ზრდა,%

რუსეთი

1 883

1,4

თურქეთი

1 489,3

-5,6

სომხეთი

1 229,3

-3,7

ევროკავშირის ქვეყნები

466,3

3,4

ისრაელი

361

43,5

ამასთან გამსვლელ უცხოელთა რაოდენობა შემომსვლელთა რაოდენობას აჭარბებს.
ქვეყნიდან 2024 წელს გასული უცხოელების რაოდენობა

ქვეყანა

გასვლების რაოდენობა, ათასი

ზრდა, %

რუსეთი

1 885,4

-0,09

თურქეთი

1 493,9

-4,1

სომხეთი

1 235,1

-2,3

ევროკავშირის ქვეყნები

466,6

3,9

ისრაელი

358,9

42,6

საქართველოდან შემომსვლელთა და გამსვლელთა რაოდენობით ტოპ-ათეულში არიან აზერბაიჯანი, ინდოეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ირანი.
ტურიზმის სტატისტიკა
2024 წელს საქართველომ უმასპინძლა დაახლოებით 7,4 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა. ტურისტულ ვიზიტები კი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანის, ბელორუსიის, უკრაინისა და ინდოეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.
ყველა ახალი ამბავი
0