თბილისში 27 წლის მამაკაცი მოკლეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2025
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვეაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თბილისში პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 27 წლის მამაკაცს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0