საქართველოში გრიპის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება - ექსპერტი

© Courtesy of M. Iashvili Children's Central Hospitalიაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2025
გამოწერა
რისკის ჯგუფში შედიან ორსული ქალები, 5 წლამდე ბავშვები, 60 წელზე უფროსი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. იანვრის დასაწყისიდან საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია.
„ახლა ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებს შორის გრიპი თავისი მიმდინარეობის თავისებურების, გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკის გათვალისწინებით ყველაზე მძიმე ვირუსს წარმოადგენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩხაიძემ.
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდასთან ერთად იაშვილის კლინიკაში გაიხსნა კიდევ ერთი დეპარტამენტი, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი.
„კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
სპეციალისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსზე ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერი-ნოემბერი, რისკ ჯგუფებისთვის აცრა არც იანვარში არ არის გვიან.
რისკის ჯგუფში შედიან ორსული ქალები, 5 წლამდე ბავშვები, 60 წელზე უფროსი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
„რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია გვიანი არასდროსაა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი თქმით, 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია.
როგორც ჩხაიძემ ადრე აღნიშნა, გრიპი უსაფრთხო ვირუსების კატეგორიას არ განეკუთვნება. მისი თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად გრიპით გარდაცვალების 400-650 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0