მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

FT: ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინაში ჯარები გაგზავნოს

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2025
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, ფინანსური რესურსების უკმარისობის გამო, კიევისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების ალტერნატივის სახით, უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნაზე მსჯელობს, იუწყება გზეთი Financial Times.
„ევროპული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ფულადი სახსრების ნაკლებობას განიცდიან, ჯარების გაგზავნა შეიძლება უკრაინისთვის განუსაზღვრელი ვადით მილიარდობით ევროს სამხედრო დახმარების მიწოდების უფრო რეალური ალტერნატივა იყოს “, - წერს გამოცემა.
FT ხაზს უსვამს, რომ ევროპელ მოკავშირეებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯარების გაგზავნის თაობაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასარეგულირებლად.
აღინიშნება, რომ ამ საკითხის განხილვა ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე იგეგმება, რომელიც თებერვალში გაიმართება და რომელშიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და ასევე ნატო-ს გენმდივანი მარკ რუტე მიიღებენ მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარ ალტერნატივას ჯერჯერობით მხოლოდ ბალტიის ქვეყნები უჭერენ მხარს, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ მისიაში სხვა მოკავშირეების უფრო ფართომასშტაბური ჩართვა იქნება განხილული.
ყველა ახალი ამბავი
0