ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების ქურდობის საქმე: სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2025
გამოწერა
სასამართლომ ხუთი ბრალდებულიდან სამს - 5 წლიანი პატიმრობა, ერთს - ოთხი წლით, ხოლო კიდევ ერთს - პირობითი სასჯელი შეუფარდა.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებული წიგნები მოეპარათ. ამისათვის, ისინი იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.
გეგმის თანახმად, დაჯგუფების წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები და დაბრუნებისას კი ორიგინალი წიგნებს მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.
ამგვარად, ბრალდებულებმა 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნები მოიპარეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ მათგანს 5-5- წლით, ერთს კი 4 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულთან, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, შედგა საპროცესო შეთანხმება და სასჯელად პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
ამ საქმეზე გამოძიება ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა ჩაატარა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0