მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2025
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი დააკავეს.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი, იუწყება თურქული მედია.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა. ერდოღანმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზეა.
გავრცელებული ინფორმაციით, კურორტ კარტალკაიაში მდებარე 11-სართულიანი სასტუმროს შენობის მეოთხე სართულზე ცეცხლი სამშაბათს, დაახლოებით 03:30 საათზე გაჩნდა.
მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია 10-საათიანი მუშაობის შემდეგ მოახერხეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული. შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0