კობახიძე თურქეთში ტრაგედიის გამო პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2025
გამოწერა
ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 66-მდე პირი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 51 ადამიანი შეადგინა.
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
თურქული მედიის ცნობით, ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში 11-სართულიანი სასტუმროს შენობის მეოთხე სართულზე ცეცხლი სამშაბათს, დაახლოებით 03:30 საათზე გაჩნდა.

„ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტის სასტუმროში მომხდარი გამანადგურებელი ხანძრის გამო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს და სოლიდარულნი ვართ თურქი ხალხისადმი“, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ზე.

ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 66-მდე პირი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 51 ადამიანი შეადგინა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული. შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0