https://sputnik-georgia.com/20250121/janmom-saqartvelo-malariisgan-tavisupal-qveknad-gamoacxada-291834597.html
ჯანმომ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა
ჯანმომ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა
Sputnik საქართველო
აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის გადაცემის ჯაჭვი, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში გაწყვეტილია. 21.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-21T18:15+0400
2025-01-21T18:15+0400
2025-01-21T18:15+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
ჯანმო
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/86/247158656_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_b4ad4798fa5dec12406c5607b5fd0215.jpg
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.საქართველოს მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭება ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ მიულოცა.როგორც მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.ქვეყნის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად საქართველომ განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.მალარიამალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და სულ უფრო მზარდი მიგრაციის ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნის წინაშე დგება მალარიის პრობლემა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიით ავადდება 350-500 მილიონამდე ადამიანი და მათგან 1–1,3 მილიონი (უმეტესად 5 წლამდე ბავშვები) ამ დაავადებისგან კვდება.მალარიის ძირითადი გადამტანები კოღოები არიან. საქართველოში კოღოების აქტიურობის სეზონი იწყება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან და თითქმის ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ხოლო ფლებოტომუსების აქტიურობა იწყება ივნისის ბოლო კვირას ან ივლისის დასაწყისში და მთავრდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ამ მწერთა პოპულაციური რიცხოვნობის მაღალი პიკი ფიქსირდება ივლისის შუა რიცხვებში, რომელიც კლებას იწყებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან.მალარია უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება გამოხატული ციებ-ცხელების პერიოდით ე.წ. მალარიული შეტევებით (პაროქსიზმები). ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა მერყეობს 8-30 დღემდე და დამოკიდებულია: მალარიის პლაზმოდიების სახეობაზე, პაციენტის ასაკზე, იმუნურ სტატუსზე და სხვ. სამდღიური მალარიის დროს არის შემთხვევები, როცა დაავადების კლინიკა ვლინდება ხანგრძლივი 6-12 თვიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ.ციებ-ცხელების დაწყებას წინ უსწრებს პროდრომალური პერიოდი: დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მადის დაკარგვა. მალარიული შეტევები მეორდება ყოველ 48 საათში სამდღიური და ტროპიკული მალარიის დროს და ყოველ 72 საათში ოთხდღიური მალარიის დროს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/86/247158656_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_4e837bd5936611465cbf51621e2df63e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, ჯანმო , საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, ჯანმო , საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
ჯანმომ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა
აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის გადაცემის ჯაჭვი, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში გაწყვეტილია.
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.
საქართველოს მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭება ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ მიულოცა.
„გილოცავ, საქართველო. ამ მიღწევას უნდა ვუმადლოდეთ მდგრად ინვესტიციას, ჯანდაცვის მუშაკების, თავდადებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას პრევენციისკენ, ადრეულ გამოვლენას და ეფექტურ გამკლავებას მალარიის ყველა შემთხვევასთან“, – განაცხადა კლუგემ.
როგორც მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
ქვეყნის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად საქართველომ განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.
მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და სულ უფრო მზარდი მიგრაციის ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნის წინაშე დგება მალარიის პრობლემა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიით ავადდება 350-500 მილიონამდე ადამიანი და მათგან 1–1,3 მილიონი (უმეტესად 5 წლამდე ბავშვები) ამ დაავადებისგან კვდება.
მალარიის ძირითადი გადამტანები კოღოები არიან. საქართველოში კოღოების აქტიურობის სეზონი იწყება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან და თითქმის ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ხოლო ფლებოტომუსების აქტიურობა იწყება ივნისის ბოლო კვირას ან ივლისის დასაწყისში და მთავრდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ამ მწერთა პოპულაციური რიცხოვნობის მაღალი პიკი ფიქსირდება ივლისის შუა რიცხვებში, რომელიც კლებას იწყებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან.
მალარია უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება გამოხატული ციებ-ცხელების პერიოდით ე.წ. მალარიული შეტევებით (პაროქსიზმები). ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა მერყეობს 8-30 დღემდე და დამოკიდებულია: მალარიის პლაზმოდიების სახეობაზე, პაციენტის ასაკზე, იმუნურ სტატუსზე და სხვ. სამდღიური მალარიის დროს არის შემთხვევები, როცა დაავადების კლინიკა ვლინდება ხანგრძლივი 6-12 თვიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ.
ციებ-ცხელების დაწყებას წინ უსწრებს პროდრომალური პერიოდი: დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მადის დაკარგვა. მალარიული შეტევები მეორდება ყოველ 48 საათში სამდღიური და ტროპიკული მალარიის დროს და ყოველ 72 საათში ოთხდღიური მალარიის დროს.