https://sputnik-georgia.com/20250120/premieri-xelisupleba-gadamwyvet-dartkmas-miakenebs-radikalizms-saqartveloshi-291820343.html
პრემიერი: ხელისუფლება გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს რადიკალიზმს საქართველოში
პრემიერი: ხელისუფლება გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს რადიკალიზმს საქართველოში
Sputnik საქართველო
ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია შეუფერხებლად გააგრძელოს განვითარება და მიაღწიოს ყველა დასახულ ეროვნულ მიზანს, განაცხადა კობახიძემ. 20.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-20T20:39+0400
2025-01-20T20:39+0400
2025-01-20T20:39+0400
საქართველო
აშშ
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594483_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e15d98371cf30492bf7a21cdcc684d41.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ხელისუფლებამ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მიაყენოს და 2025 წელს წერტილი დაუსვას რადიკალიზმსა და „ლიბერალურ ფაშიზმს“ ქვეყანაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი მხარდამჭერების მხრიდან ბულინგისა და შეურაცხყოფის ობიექტი ხდებიან. „ქართულ ოცნებაში" მათ „ლიბერალური ფაშიზმის“ წარმომადგენლებს უწოდებენ.ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა დასახულ ეროვნულ მიზანს, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ლიბერალურ ფაშიზმში“ მოიაზრება ტყუილი, განსხვავებული მოსაზრების სრული მიუღებლობა და უცხოური დაფინანსების დახმარებით საზოგადოებაში სიძულვილის ენის დათესვა.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594483_119:0:1258:854_1920x0_80_0_0_bbd7a7be10e2ba78248964e7ad06709c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
პრემიერი: ხელისუფლება გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს რადიკალიზმს საქართველოში
ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია შეუფერხებლად გააგრძელოს განვითარება და მიაღწიოს ყველა დასახულ ეროვნულ მიზანს, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ხელისუფლებამ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მიაყენოს და 2025 წელს წერტილი დაუსვას რადიკალიზმსა და „ლიბერალურ ფაშიზმს“ ქვეყანაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი მხარდამჭერების მხრიდან ბულინგისა და შეურაცხყოფის ობიექტი ხდებიან. „ქართულ ოცნებაში" მათ „ლიბერალური ფაშიზმის“ წარმომადგენლებს უწოდებენ.
„შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი", - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა დასახულ ეროვნულ მიზანს, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ლიბერალურ ფაშიზმში“ მოიაზრება ტყუილი, განსხვავებული მოსაზრების სრული მიუღებლობა და უცხოური დაფინანსების დახმარებით საზოგადოებაში სიძულვილის ენის დათესვა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
„გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.