მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნეთანიაჰუ: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება, ვიდრე ჰამასი მძევლების სიას არ გადმოგვცემს

© AP Photo / Ariel Schalitსაომარი მოქმედებები ღაზას სექტორში
საომარი მოქმედებები ღაზას სექტორში - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2025
გამოწერა
ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას 16 იანვარს მიაღწიეს.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება იმ დრომდე, ვიდრე პალესტინის რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი" გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ გადასცემს.
მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰამასი, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გასათავისუფლებელი მძევლების სიის გადაცემას ტექნიკური მიზეზების გამო აჭიანურებს.
„პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალებს მიუთითა, რომ ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც 08:30 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, არ დაიწყება, ვიდრე ისრაელი არ მიიღებს გასათავისუფლებელი მძევლების სიას, რომლის მიწოდებაც „ჰამასს“ აქვს ნაკისრი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება და შეთანხმების პირობების მიხედვით, „ჰამასს“ მძევლების სია ისრაელისთვის გათავისუფლებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე გაეგზავნა.
ღაზას სექტორში კონფლიქტის მონაწილე მხარეები - ისრაელი და დაჯგუფება „ჰამასი" - ყატარის, ეგვიპტისა და შაშშ-ის შუამავლობით 19 იანვრიდან 42 დღით ვადით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და ამასთან, საომარი მოქმედებების საბოლოო დასრულების სურვილი გამოთქვეს. პირველ ეტაპზე, „ჰამასის" მხრიდან 33 მძევლის სანაცვლოდ ისრაელი 1.890-ზე მეტ პატიმარს გაათავისუფლებს.
ყველა ახალი ამბავი
0