https://sputnik-georgia.com/20250118/temqaze-policiis-senobastan-saprotesti-aqcia-dakavebebit-dasrulda-291802992.html
თემქაზე პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა
თემქაზე პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა
Sputnik საქართველო
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომლებიც ნიღბებით იყვნენ. 18.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-18T19:39+0400
2025-01-18T19:39+0400
2025-01-18T19:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_c8f8434c87c9843b01e2988ae37b15d9.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისში, თემქის დასახლებაში პოლიციის რაიონული განყოფილების წინ აქცია რამდენიმე პირის დაკავებითა და პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მათი თანამოაზრეების დაკავებას აპროტესტებდნენ.დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომლებიც ნიღბებით იყვნენ. 1 იანვრიდან საქართველოში კანონით აიკრძალა ტარება ისეთი ნიღბების, რომლებიც სახეს ფარავს. დაპირისპირების დროს პოლიციის შენობის მინები ჩაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა.ამასთან, მედიის ვერსიით, თემქაზე ჩატარებულ აქციაზე 6-მდე ადამიანი დააკავეს.საქართველოში 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.ჯამში, 28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_12632fc69f07cd05e5d357bb939c89c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში
თემქაზე პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომლებიც ნიღბებით იყვნენ.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისში, თემქის დასახლებაში პოლიციის რაიონული განყოფილების წინ აქცია რამდენიმე პირის დაკავებითა და პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მათი თანამოაზრეების დაკავებას აპროტესტებდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომლებიც ნიღბებით იყვნენ. 1 იანვრიდან საქართველოში კანონით აიკრძალა ტარება ისეთი ნიღბების, რომლებიც სახეს ფარავს. დაპირისპირების დროს პოლიციის შენობის მინები ჩაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა.
„ნიღბებში იყვნენ, ქალი იყო, კაცი იყო ამას გავარკვევთ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მოგვიანებით გეტყვით“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა.
ამასთან, მედიის ვერსიით, თემქაზე ჩატარებულ აქციაზე 6-მდე ადამიანი დააკავეს.
საქართველოში 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.
ჯამში, 28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.