https://sputnik-georgia.com/20250118/sazrvris-jgufurad-ukanonod-gadmokvetis-faqtze-eqvsi-piri-daakaves-291800407.html
საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ექვსი პირი დააკავეს
საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ექვსი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 18.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-18T15:40+0400
2025-01-18T15:40+0400
2025-01-18T15:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3e580e349fc893c6f372b783f4c61c5d.jpg
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 23-დან 44 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასა და მიგრანტების უკანონოდ გადმოყვანას ედავება.გამოძიების მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ასევე თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად, უკანონოდ გადმოიყვანა.პოლიციამ ექვსივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე პრიმა და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_2a35eaa8723388921b8ea50759db7958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ექვსი პირი დააკავეს
დანაშაული ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 23-დან 44 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასა და მიგრანტების უკანონოდ გადმოყვანას ედავება.
გამოძიების მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ასევე თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად, უკანონოდ გადმოიყვანა.
პოლიციამ ექვსივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე პრიმა და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.