https://sputnik-georgia.com/20250112/ramdeni-ucxoeli-gaazeves-saqartvelodan-2024-wels-291722895.html
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან - 2024 წლის მონაცემები
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან - 2024 წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში. 12.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-12T09:52+0400
2025-01-12T09:52+0400
2025-01-12T11:03+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277754195_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_041414bba957bb873c858a18f5112351.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 430 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უცხოეთის მოქალაქე შესაძლებელია გაძევებულ იქნას საქართველოდან იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა ქვეყანაში; თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; თუ მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.შსს-ს ცნობით, 2024 წელს გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ წინა წლის მაჩვენებელს 126%-ით გადააჭარბა.ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები - ჯამში 25 პირი. უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო.დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხოელებს ეძლევათ გონივრული ვადა, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოდან უცხოელთა გაძევების საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო, რომელიც შეადგენს 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. თუ პირი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება.უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გაძევებულ იქნას: საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველო ნებაყოფლობით დატოვეს.მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277754195_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_d6ac8feed5d8cf44ada4537c90eed32b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან - 2024 წლის მონაცემები
09:52 12.01.2025 (განახლებულია: 11:03 12.01.2025) მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 430 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უცხოეთის მოქალაქე შესაძლებელია გაძევებულ იქნას საქართველოდან იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა ქვეყანაში; თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; თუ მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.
შსს-ს ცნობით, 2024 წელს გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ წინა წლის მაჩვენებელს 126%-ით გადააჭარბა.
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები - ჯამში 25 პირი.
უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო.
დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხოელებს ეძლევათ გონივრული ვადა, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოდან უცხოელთა გაძევების საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო, რომელიც შეადგენს 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. თუ პირი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გაძევებულ იქნას:
მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება;
იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში;
ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება ან ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე.
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველო ნებაყოფლობით დატოვეს.
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.
უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.