https://sputnik-georgia.com/20250112/erdoganma-sheizleba-prezidentis-archevnebshi-miigos-monawileoba-291727399.html
რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა შეიძლება პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა შეიძლება პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი
Sputnik საქართველო
ერდოღანი შეძლებს კიდევ ერთხელ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, თუ ქვეყნის პარლამენტი გადაწყვეტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას 2027... 12.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-12T15:57+0400
2025-01-12T15:57+0400
2025-01-12T15:57+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281578346_0:0:3122:1756_1920x0_80_0_0_797202c033b7df7fa4ad7f8aa60183aa.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი. 11 იანვარს ერდოღანი ქალაქ შანლიურფაში მმართველი პარტიის პროვინციული დეპარტამენტების ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც მას თურქმა მომღერალმა იბრაჰიმ თათლისემ ჰკითხა, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.„ჩვენ მისგან დაპირება მივიღეთ”, - განაცხადა მომღერალმა საზოგადოებადმი მიმართვისას. მათი დიალოგის ვიდეოფრაგმენტი გავრცელდა ტელეკომპანია TRT haber-ის ტელეგრამ-არხზე.ერდოღანი შეძლებს კიდევ ერთხელ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, თუ ქვეყნის პარლამენტი გადაწყვეტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას 2027 წლის მეორე ნახევარში, განაცხადა თურქეთის ლიდერის უფროსმა მრჩეველმა, თურქეთის პრეზიდენტთან არსებული სამართლებრივი პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მეჰმეთ უჩუმმა.თურქეთში 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება - პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზარდა, ქვეყანა კი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია თანამდებობა ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით დაიკავოს. თურქეთში ბოლო საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა, სადაც მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281578346_179:0:2910:2048_1920x0_80_0_0_34ac00f63666a86a245c3478986951db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, თურქეთი , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, თურქეთი , პოლიტიკა
რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა შეიძლება პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი
ერდოღანი შეძლებს კიდევ ერთხელ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, თუ ქვეყნის პარლამენტი გადაწყვეტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას 2027 წლის მეორე ნახევარში
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი.
11 იანვარს ერდოღანი ქალაქ შანლიურფაში მმართველი პარტიის პროვინციული დეპარტამენტების ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც მას თურქმა მომღერალმა იბრაჰიმ თათლისემ ჰკითხა, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
„მე მომხრე ვარ, თუ თქვენ ხართ მომხრე“, – განაცხადა ერდოღანმა.
„ჩვენ მისგან დაპირება მივიღეთ”, - განაცხადა მომღერალმა საზოგადოებადმი მიმართვისას. მათი დიალოგის ვიდეოფრაგმენტი გავრცელდა ტელეკომპანია TRT haber-ის ტელეგრამ-არხზე.
ერდოღანი შეძლებს კიდევ ერთხელ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, თუ ქვეყნის პარლამენტი გადაწყვეტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას 2027 წლის მეორე ნახევარში, განაცხადა თურქეთის ლიდერის უფროსმა მრჩეველმა, თურქეთის პრეზიდენტთან არსებული სამართლებრივი პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მეჰმეთ უჩუმმა.
თურქეთში 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება - პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზარდა, ქვეყანა კი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია თანამდებობა ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით დაიკავოს.
თურქეთში ბოლო საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა, სადაც მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო.