https://sputnik-georgia.com/20250110/saqartvelosi-cecxlsasroli-iararis-ukanono-senaxva-tarebistvis-9-piri-daakaves-291709375.html
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 9 პირი დააკავეს
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 9 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 10.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-10T16:19+0400
2025-01-10T16:19+0400
2025-01-10T16:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824990_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_4f95e2bf09d4382618abed47867bfc4e.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და ცხრა ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.თბილისში დაკავებულია ერთი პირი, კახეთში - 4, აჭარაში -2, ქვემო ქართლში -1, შიდა ქართლში - 1 . მათგან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.დაკავებულებს შორის ყველაზე უფროსი 1972 წელსაა დაბადებული, ყველაზე უმცროსი კი - 2001 წელს.სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, მჭიდები, ვაზნები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი და ხელყუმბარა.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824990_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_d90d93c9f39934530ccb25d80098afcc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 9 პირი დააკავეს
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და ცხრა ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისში დაკავებულია ერთი პირი, კახეთში - 4, აჭარაში -2, ქვემო ქართლში -1, შიდა ქართლში - 1 . მათგან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დაკავებულებს შორის ყველაზე უფროსი 1972 წელსაა დაბადებული, ყველაზე უმცროსი კი - 2001 წელს.
სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, მჭიდები, ვაზნები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი და ხელყუმბარა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.