https://sputnik-georgia.com/20250110/puri-sesazloa-gazvirdes-mcxobelebi-importis-gadasaxadis-gauqmebas-itxoven-291711979.html
პური შესაძლოა გაძვირდეს – მცხობელები ფქვილის იმპორტზე გადასახადის გაუქმებას ითხოვენ
პური შესაძლოა გაძვირდეს – მცხობელები ფქვილის იმპორტზე გადასახადის გაუქმებას ითხოვენ
Sputnik საქართველო
პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 52 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს ის 53 და 54 ლარი ღირს, განაცხადა ბიზნესმენმა. 10.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-10T14:09+0400
2025-01-10T14:09+0400
2025-01-10T17:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282240709_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_091ea64e3929908a1083884f3ba08257.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოში პური ფქვილის გაძვირების გამო შესაძლოა 0,10-0,15 ლარით გაძვირდეს, ამიტომ მცხობელები ფქვილის იმპორტზე 2023 წლის ზაფხულიდან მოქმედი გადასახადის გაუქმებას ითხოვენ, ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც დაბალი მოთხოვნის გამო მარცვლეულის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, საქართველომ 2023 წლის ზაფხულიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი შემოიღო. ის თავდაპირველად მოქმედებდა 2023 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მოქმედების ვადა ჯერ 1 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ კი 2024 წლის 1 სექტემბრამდე. მესამედ ის 2025 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა.მისი თქმით, ჯერჯერობით მაღაზიებში პურის ფასი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი გაიზარდა.საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური პური მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, მაღაზიებში ფასნამატი შეადგენს 0,3-0,4 ლარს, ზოგიერთ საცალო ობიექტში კი - 0,5 ლარს.„ჯერჯერობით, მაღაზიებში პურის ფასი არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ ფქვილზე ფასებმა მოიმატა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შევინარჩუნოთ. მოლოდინის რეჟიმში ვართ. ალბათ, სამინისტროსთან კომუნიკაცია შედგება, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და ალბათ, დასკვნებს გამოვიტანთ იმიტომ, რომ აქ არის როგორც მეხორბლეთა, ასევე, ფქვილის მწარმოებელთა და მცხობელების ინტერესები“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.დოლიძის თქმით, პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 52 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღეს ის 53 და 54 ლარი ღირს.დარგის მხარდაჭერაქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც დაბალი მოთხოვნის გამო მარცვლეულის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, საქართველომ 2023 წლის ზაფხულიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი შემოიღო.ის თავდაპირველად მოქმედებდა 2023 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მოქმედების ვადა ჯერ 1 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ კი 2024 წლის 1 სექტემბრამდე. სექტემბერში კი მთავრობამ 2025 წლის 1 მარტამდე რუსეთიდან ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი მესამედ გაახანგრძლივა.მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი რაოდენობის ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 1 კგ-ზე 0,2 ლარს შეადგენდა. 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 0,25 ლარით განისაზღვრა, 200 კგ-ზე მეტი ქერისა და ქატოს იმპორტის გადასახადი 1 კილოგრამზე 0,1 ლარს შეადგენს.გადასახადის დაწესება მიზნად ისახავდა ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობას. მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.წლებია რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი იმპორტიორია. წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელის წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282240709_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_215779f71704a355f075206f3842d979.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
პური შესაძლოა გაძვირდეს – მცხობელები ფქვილის იმპორტზე გადასახადის გაუქმებას ითხოვენ
14:09 10.01.2025 (განახლებულია: 17:00 10.01.2025) პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 52 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს ის 53 და 54 ლარი ღირს, განაცხადა ბიზნესმენმა.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოში პური ფქვილის გაძვირების გამო შესაძლოა 0,10-0,15 ლარით გაძვირდეს, ამიტომ მცხობელები ფქვილის იმპორტზე 2023 წლის ზაფხულიდან მოქმედი გადასახადის გაუქმებას ითხოვენ, ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც დაბალი მოთხოვნის გამო მარცვლეულის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, საქართველომ 2023 წლის ზაფხულიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი შემოიღო. ის თავდაპირველად მოქმედებდა 2023 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მოქმედების ვადა ჯერ 1 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ კი 2024 წლის 1 სექტემბრამდე. მესამედ ის 2025 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა.
„მეპურეები ვითხოვთ, რომ იმპორტის გადასახადი, რომელიც დაწესებულია – ეს არის დროებითი გადასახადი – შეჩერდეს, რათა გვქონდეს იმის საშუალება, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. საიმპორტო გადასახადი თუ მოიხსნება, პურის ფასიც არ გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ მოიხსნა, პირდაპირ გეტყვით, აქ ლაპარაკია 10-15 თეთრზე“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ჯერჯერობით მაღაზიებში პურის ფასი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი გაიზარდა.
საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური პური მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, მაღაზიებში ფასნამატი შეადგენს 0,3-0,4 ლარს, ზოგიერთ საცალო ობიექტში კი - 0,5 ლარს.
„ჯერჯერობით, მაღაზიებში პურის ფასი არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ ფქვილზე ფასებმა მოიმატა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შევინარჩუნოთ. მოლოდინის რეჟიმში ვართ. ალბათ, სამინისტროსთან კომუნიკაცია შედგება, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და ალბათ, დასკვნებს გამოვიტანთ იმიტომ, რომ აქ არის როგორც მეხორბლეთა, ასევე, ფქვილის მწარმოებელთა და მცხობელების ინტერესები“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
დოლიძის თქმით, პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 52 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღეს ის 53 და 54 ლარი ღირს.
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც დაბალი მოთხოვნის გამო მარცვლეულის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, საქართველომ 2023 წლის ზაფხულიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი შემოიღო.
ის თავდაპირველად მოქმედებდა 2023 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მოქმედების ვადა ჯერ 1 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ კი 2024 წლის 1 სექტემბრამდე. სექტემბერში კი მთავრობამ 2025 წლის 1 მარტამდე რუსეთიდან ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი მესამედ გაახანგრძლივა.
მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი რაოდენობის ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 1 კგ-ზე 0,2 ლარს შეადგენდა. 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 0,25 ლარით განისაზღვრა, 200 კგ-ზე მეტი ქერისა და ქატოს იმპორტის გადასახადი 1 კილოგრამზე 0,1 ლარს შეადგენს.
გადასახადის დაწესება მიზნად ისახავდა ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობას. მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.
წლებია რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი იმპორტიორია. წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელის წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.