https://sputnik-georgia.com/20250109/stomatologiuri-klinikebistvis-axali-valdebulebebis-amoqmedeba-gadavadda-291686042.html
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება მარტამდე გადაიდო
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება მარტამდე გადაიდო
Sputnik საქართველო
2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება განხორციელდება 2025 წლის 1-ელი მარტიდან. 09.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-09T11:49+0400
2025-01-09T11:49+0400
2025-01-09T11:49+0400
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1e/283794850_113:0:3491:1900_1920x0_80_0_0_5ca1a9a8cfcdb4dfd1fbd7b89dae6203.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება გადაავადოს, ცვლილება, რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობდა, 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 1-ელ მარტამდე გადავადდა.ახალი ნორმის თანახმად, სტომატოლოგმა საქმიანობის გასაგრძელებლად ტრენინგების გავლით, წელიწადში 20 ქულა უნდა მოაგროვოს.2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება განხორციელდება 2025 წლის 1-ელი მარტიდან. ამასთან, 2025 წლის 1-ელ მარტამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა, აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში. აქედან გამომდინარე, 1-ელი მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ექიმებს მუშაობის გასაგრძელებლად კვლავ 20 ქულის დაგროვება დასჭირდებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1e/283794850_535:0:3068:1900_1920x0_80_0_0_793f81ed47eb5d3843b30b70a72f57f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , კანონმდებლობა
საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , კანონმდებლობა
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება მარტამდე გადაიდო
2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება განხორციელდება 2025 წლის 1-ელი მარტიდან.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება გადაავადოს, ცვლილება, რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობდა, 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 1-ელ მარტამდე გადავადდა.
ახალი ნორმის თანახმად, სტომატოლოგმა საქმიანობის გასაგრძელებლად ტრენინგების გავლით, წელიწადში 20 ქულა უნდა მოაგროვოს.
„დაწესებულების ყველა ექიმი-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 ქულას წელიწადში", - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება განხორციელდება 2025 წლის 1-ელი მარტიდან.
ამასთან, 2025 წლის 1-ელ მარტამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა, აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში. აქედან გამომდინარე, 1-ელი მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ექიმებს მუშაობის გასაგრძელებლად კვლავ 20 ქულის დაგროვება დასჭირდებათ.