https://sputnik-georgia.com/20250109/saqartveloshi-glovis-dgea-291687696.html
საქართველოში გლოვის დღეა
საქართველოში გლოვის დღეა
Sputnik საქართველო
ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს, 9 იანვარს დაკრძალავენ. 09.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-09T10:25+0400
2025-01-09T10:25+0400
2025-01-09T10:25+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22785/05/227850579_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_0fc9bba40e82487e1d1ac503fc291705.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. გალის რაიონის სოფელ საბერიოში 5 იანვარს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა.მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერი კობახიძე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაეშვა პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობებზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა. ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმლის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო.ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს, 9 იანვარს დაკრძალავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22785/05/227850579_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_02b48b1ac52487066618939d2ae228a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში გლოვის დღეა
ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს, 9 იანვარს დაკრძალავენ.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. გალის რაიონის სოფელ საბერიოში 5 იანვარს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერი კობახიძე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სახელმწიფო დროშები დაეშვა პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობებზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში.
„გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა. ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმლის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო.
ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს, 9 იანვარს დაკრძალავენ.