https://sputnik-georgia.com/20250109/achara-regionis-popularizaciistvis-7-mln-lars-daxarjavs-291685286.html
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის 7 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის 7 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს
Sputnik საქართველო
როგორც ადრე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რეგიონი 2025 წელს ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს. 09.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-09T10:51+0400
2025-01-09T10:51+0400
2025-01-09T10:51+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23659/20/236592037_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_57bffa7b4ea36eebf153234ad32d7da7.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოსაზიდად 7,6 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.აჭარა, ზღვის სეზონის გარდა, ბოლო დროს ტურისტებს მთის კურორტებითა და ნაკრძალებით იზიდავს. დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიზანია სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის პოპულარიზაცია.კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში საერთაშორისო რეკლამაზე 3,5 მლნ ლარს დახარჯავს, ხოლო ტურისტული პოტენციალის რეკლამაში - 800 ათას ლარს. კიდევ 520 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ფესტივალებსა და კონფერენციებში მონაწილეობისთვის.გარდა ამისა, დეპარტამენტი 700 ათას ლარს დახარჯავს სხვადასხვა ღონისძიებების, წარმოდგენების, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალების მოწყობაზე შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პროდუქტების, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისებისთვის, ხოლო კიდევ 450 ათას ლარს ღონისძიებების, მასტერ-კლასების, ექსპედიციების მოწყობისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა აქტივობებისთვის.დეპარტამენტი ასევე გეგმავს რეგიონის შესახებ ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღებას, გზამკვლევების გამოშვებას, ასევე რეგიონში ტურიზმის მდგომარეობის ფართომასშტაბიან კვლევას, საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმებზე სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროების დატვირთულობის კვლევას.როგორც ადრე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რეგიონი 2025 წელს ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23659/20/236592037_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_7066d1e23e6f90f5f812f68f7b878266.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აჭარა , ახალი ამბები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის 7 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს
როგორც ადრე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რეგიონი 2025 წელს ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოსაზიდად 7,6 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
აჭარა, ზღვის სეზონის გარდა, ბოლო დროს ტურისტებს მთის კურორტებითა და ნაკრძალებით იზიდავს.
დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიზანია სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის პოპულარიზაცია.
კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში საერთაშორისო რეკლამაზე 3,5 მლნ ლარს დახარჯავს, ხოლო ტურისტული პოტენციალის რეკლამაში - 800 ათას ლარს.
კიდევ 520 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ფესტივალებსა და კონფერენციებში მონაწილეობისთვის.
გარდა ამისა, დეპარტამენტი 700 ათას ლარს დახარჯავს სხვადასხვა ღონისძიებების, წარმოდგენების, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალების მოწყობაზე შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პროდუქტების, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისებისთვის, ხოლო კიდევ 450 ათას ლარს ღონისძიებების, მასტერ-კლასების, ექსპედიციების მოწყობისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა აქტივობებისთვის.
დეპარტამენტი ასევე გეგმავს რეგიონის შესახებ ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღებას, გზამკვლევების გამოშვებას, ასევე რეგიონში ტურიზმის მდგომარეობის ფართომასშტაბიან კვლევას, საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმებზე სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროების დატვირთულობის კვლევას.
როგორც ადრე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რეგიონი 2025 წელს ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს.