https://sputnik-georgia.com/20250105/saxelmwipo-ministris-aparati-saberioshi-momxdar-tragediis-gamo-wuxils-gamotqvams-291655213.html
სახელმწიფო მინისტრის აპარატი სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას, ნათქვამია სამძიმრის წერილში 05.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-05T18:00+0400
2025-01-05T18:00+0400
2025-01-05T18:21+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284452549_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_6cc79ccf99517c33e4df583ebcf3743b.jpg
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ტრაგიკული შემთხვევა 5 იანვრის დილას მოხდა- საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძრს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმელის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო.ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284452549_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_85d34f3f673e1edb4f0272555f5a47d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრის აპარატი სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
18:00 05.01.2025 (განახლებულია: 18:21 05.01.2025) ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას, ნათქვამია სამძიმრის წერილში
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ტრაგიკული შემთხვევა 5 იანვრის დილას მოხდა- საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძრს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმელის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო.
ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.