https://sputnik-georgia.com/20250105/policiam-imeretshi-qurdobis-paqtebi-gaxsna-291653703.html
პოლიციამ იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 3 პირი
პოლიციამ იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 3 პირი
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. პოლიციამ იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 05.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-05T13:46+0400
2025-01-05T13:46+0400
2025-01-05T13:46+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. პოლიციამ იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დაკავებულებს, რომელთა შორის წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული პირები ბრალდებულის სახით დააკავა - სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პოლიციამ იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 3 პირი
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. პოლიციამ იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა შორის წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული პირები ბრალდებულის სახით დააკავა - სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.