https://sputnik-georgia.com/20250105/2024-wels-bina-3400-devnilma-ojaxma-miigo-291652099.html
2024 წელს საქართველოში ბინა 3 ათასზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო
2024 წელს საქართველოში ბინა 3 ათასზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 295,9 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 94,5 ათასი ოჯახია. 05.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-05T09:52+0400
2025-01-05T09:52+0400
2025-01-05T09:52+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474787_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_22e337b1118481f71240ade4073f58a7.jpg
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. 2024 წელს საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 3,4 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 2 ათასმა ოჯახმა მიიღო, 1,4 ათასამდე ოჯახისთვის კი სახელმწიფომ სახლი პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში შეიძინა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსახლების პროგრამით 2025 წელს ბინას დაახლოებით 4 ათასი ოჯახი მიიღებს. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორის, ახალი სახლების მშენებლობა, ბინების ყიდვა და სოფლებში საკარმიდამოს გადაცემა.ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 295,9 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 94,5 ათასი ოჯახია.დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. აღნიშნული პროექტი 2023 წელს დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474787_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_e07a16b6607d1b943318485a84fcfab8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
2024 წელს საქართველოში ბინა 3 ათასზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 295,9 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 94,5 ათასი ოჯახია.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. 2024 წელს საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 3,4 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 2 ათასმა ოჯახმა მიიღო, 1,4 ათასამდე ოჯახისთვის კი სახელმწიფომ სახლი პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში შეიძინა.
„გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 3,4 ათასმა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა. მათგან დაახლოებით 2 ათას დევნილ ოჯახს გადაეცა ახალაშენებული ბინა, ხოლო 1,4 ათას ოჯახს - სახლი, რომელიც შევიძინეთ „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა თითოეულ დევნილ ოჯახს მივულოცო", - განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსახლების პროგრამით 2025 წელს ბინას დაახლოებით 4 ათასი ოჯახი მიიღებს.
იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორის, ახალი სახლების მშენებლობა, ბინების ყიდვა და სოფლებში საკარმიდამოს გადაცემა.
ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 295,9 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 94,5 ათასი ოჯახია.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. აღნიშნული პროექტი 2023 წელს დაიწყო.