https://sputnik-georgia.com/20250104/siaxle-skolebsi-moswavleebi-skolasi-swavlis-sewyvetas-mxolod-me-10-klasis-semdeg-sezleben-291652831.html
სიახლე სკოლებში: მოსწავლეები სკოლაში სწავლის შეწყვეტას მხოლოდ მე-10 კლასის შემდეგ შეძლებენ
სიახლე სკოლებში: მოსწავლეები სკოლაში სწავლის შეწყვეტას მხოლოდ მე-10 კლასის შემდეგ შეძლებენ
Sputnik საქართველო
საბაზო განათლება იძლევა სკოლაში სწავლის შეწყვეტის შესაძლებლობას შემდგომში პროფესიული განათლების მიღების მიზნით. 04.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-04T23:29+0400
2025-01-04T23:29+0400
2025-01-04T23:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/96/236969616_0:135:3162:1914_1920x0_80_0_0_3803db7d1950fad8cc87a18b5404723d.jpg
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. 2025 წლიდან სკოლაში სწავლის შეწყვეტა შემდგომი პროფესიული განათლების მიღების მიზნით მხოლოდ მე-10 კლასის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. აქამდე ეს მე-9 კლასის დასრულების შემდეგ იყო შესაძლებელი.ქართული სასკოლო განათლება 12-წლიანია და იყოფა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება საქართველოში მოიცავს პერიოდს 1-დან მე-6 კლასამდე, საბაზო განათლება მე-7-დან მე-9 კლასამდე, ხოლო საშუალო განათლება მე-10-დან მე-12 კლასამდე.საბაზო განათლება იძლევა სკოლაში სწავლის შეწყვეტის შესაძლებლობას შემდგომში პროფესიული განათლების მიღების მიზნით.განათლების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მე-10 კლასის ბოლოს სკოლის მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან ნაფიქრი გადაწყვეტილების მისაღებად - გააგრძელონ სწავლა სკოლაში თუ პროფესიას დაეუფლონ.სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მეცხრე კლასის შემდეგ ამთავრებენ, საკმაოდ მაღალია, ხოლო შრომის ბაზარზე მათი დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია - ცოდნისა და ასაკის სიმცირის გამო, თანაც მე-9 კლასის დამთავრება უწევთ 14-15 წლის ასაკში, შრომის კოდექსით დასაქმება კი შესაძლებელია მხოლოდ 16 წლიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/96/236969616_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_739520d44fea3866a30fbbb75220b035.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
სიახლე სკოლებში: მოსწავლეები სკოლაში სწავლის შეწყვეტას მხოლოდ მე-10 კლასის შემდეგ შეძლებენ
საბაზო განათლება იძლევა სკოლაში სწავლის შეწყვეტის შესაძლებლობას შემდგომში პროფესიული განათლების მიღების მიზნით.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. 2025 წლიდან სკოლაში სწავლის შეწყვეტა შემდგომი პროფესიული განათლების მიღების მიზნით მხოლოდ მე-10 კლასის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. აქამდე ეს მე-9 კლასის დასრულების შემდეგ იყო შესაძლებელი.
ქართული სასკოლო განათლება 12-წლიანია და იყოფა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება საქართველოში მოიცავს პერიოდს 1-დან მე-6 კლასამდე, საბაზო განათლება მე-7-დან მე-9 კლასამდე, ხოლო საშუალო განათლება მე-10-დან მე-12 კლასამდე.
საბაზო განათლება იძლევა სკოლაში სწავლის შეწყვეტის შესაძლებლობას შემდგომში პროფესიული განათლების მიღების მიზნით.
განათლების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მე-10 კლასის ბოლოს სკოლის მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან ნაფიქრი გადაწყვეტილების მისაღებად - გააგრძელონ სწავლა სკოლაში თუ პროფესიას დაეუფლონ.
სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მეცხრე კლასის შემდეგ ამთავრებენ, საკმაოდ მაღალია, ხოლო შრომის ბაზარზე მათი დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია - ცოდნისა და ასაკის სიმცირის გამო, თანაც მე-9 კლასის დამთავრება უწევთ 14-15 წლის ასაკში, შრომის კოდექსით დასაქმება კი შესაძლებელია მხოლოდ 16 წლიდან.