https://sputnik-georgia.com/20250103/si-zinpinma-kavelashvils-inauguracia-miuloca-291645134.html
სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა
სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. 03.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-03T19:56+0400
2025-01-03T19:56+0400
2025-01-03T20:26+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266355826_583:192:2940:1518_1920x0_80_0_0_afbc2ec1f4844b1057262dc649b71835.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩინურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურ განვითარების დინამიკას ინარჩუნებს, ნათქვამია მილოცვის წერილში.მისი თქმით, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ნაყოფიერი, საერთაშორისო კოორდინაცია კი ეფექტურია.მანამდე მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, უნგრეთის და ბელარუსის ლიდერებმა.29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო და საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნულ პოსტზე მან საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266355826_186:0:2917:2048_1920x0_80_0_0_ce73a759c244aa9f591320c6e9f79ed0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა
19:56 03.01.2025 (განახლებულია: 20:26 03.01.2025) საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩინურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურ განვითარების დინამიკას ინარჩუნებს, ნათქვამია მილოცვის წერილში.
მისი თქმით, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ნაყოფიერი, საერთაშორისო კოორდინაცია კი ეფექტურია.
„მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ, ბატონ პრეზიდენტთან ერთად ვიმუშაო ორი ქვეყნის ტრადიციული მეგობრობის გასაგრძელებლად, ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო მეტად განსავითარებლად, რაც უკეთ ემსახურება ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მანამდე მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, უნგრეთის და ბელარუსის ლიდერებმა.
29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო და საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნულ პოსტზე მან საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.