https://sputnik-georgia.com/20250103/saqartveloshi-chinovnikebis-xelpasebi-gaizarda-291643731.html
საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასები გაიზარდა
საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასები გაიზარდა
Sputnik საქართველო
1-ელი იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ. 03.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-03T17:00+0400
2025-01-03T17:00+0400
2025-01-03T17:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279588416_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_8b2d94a182fab1717eb5feb5a6460945.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება გაიზარდა.2025 წელს თანამდებობის პირებისთვის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, იმავე ოდენობით გაიზრდება მანდატურების, მასწავლებლების, სამხედროების და სამართალდამცველების ხელფასები.კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.2026 წლიდან ხელფასები სრული პროცენტული სხვაობით გაიზრდება - საჯარო მოხელეების საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80% და არაუმეტეს 90%-სა. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 74%-ია.საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279588416_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_1b3e233b1ac73478b375942f8f8156b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასები გაიზარდა
1-ელი იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება გაიზარდა.
2025 წელს თანამდებობის პირებისთვის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, იმავე ოდენობით გაიზრდება მანდატურების, მასწავლებლების, სამხედროების და სამართალდამცველების ხელფასები.
კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.
2026 წლიდან ხელფასები სრული პროცენტული სხვაობით გაიზრდება - საჯარო მოხელეების საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80% და არაუმეტეს 90%-სა. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 74%-ია.
საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.