ტრანზიტის შეჩერების ეფექტი: თურქეთი ენერგეტიკული ცენტრი გახდება

© photo : MoF of Kazakhstan
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2025
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდების შეჩერება თურქეთის ენერგეტიკული ინტერესების განხორციელებას უწყობს ხელს, წერს გაზეთი Milliyet-ი.
„ტრანზიტის გაჩერება თურქეთს ხელს უწყობს, გახდეს ენერგეტიკული ცენტრი. ენერგეტიკულ ცენტრად ქცევა კი ნიშნავს იმას, რომ თურქეთი წილს მიიღებს ენერგორესურსებით ვაჭრობაში“, — მიაჩნიათ ადგილობრიბ ანალიტიკოსებს.
გამოცემა ქვეყანაში ენერგომატარებლების ფასების დამდგენი ბირჟის ჩამოყალიბების იდეასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ამ იდეის განხორციელების შემდეგ თურეთს „მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ხმის უფლება მიეცემა“.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვი და ანკარა უკვე მუშაობენ გაზის ჰაბის შექმნაზე. თურქეთში იმედოვნებენ, რომ ჰაბის ამუშავება 2025 წლის 1 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსულ „გაზპრომსა“ და უკრაინის „ნაფტოგაზს“ შორის სატრანზიტო შეთანხმების ვადა ამოიწურა, რის გამოც 1 იანვრის დილის 8 საათიდან რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდება შეწყვეტილია. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, ქვეყანა რუსეთთან სატრანზიტო შეთანხმების განახლებას არ აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0