https://sputnik-georgia.com/20250102/saqartvelosi-ministrebis-xelfasebi-izrdeba-291633431.html
საქართველოში მინისტრების ხელფასები იზრდება
საქართველოში მინისტრების ხელფასები იზრდება
Sputnik საქართველო
2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო მოხელის საბაზო თანამდებობრივი სარგო 1.460 ლარს შეადგენს. 02.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-02T15:47+0400
2025-01-02T15:47+0400
2025-01-02T15:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს კვლავაც ერთნაირი ხელფასი ექნებათ, ხოლო მინისტრების ხელფასი 2025 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასს გაუტოლდა.მთავრობის წევრების და დეპუტატების ხელფასები ახალი ფორმულით გამოიანგარიშდება: ბიუჯეტის დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო გამრავლებული კოეფიციენტზე (თანამდებობის მიხედვით).2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო მოხელის საბაზო თანამდებობრივი სარგო 1.460 ლარს შეადგენს.ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, რომელზეც გამრავლდება სარგო, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის არის განსაზღვრული - 10. შესაბამისად, მათი ხელფასი 14.600 ლარს შეადგენს.მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრებისთვის, ასევე ავტონომიებისა და ავტონომიების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებისთვის ეს კოეფიციენტი 8,5-ს ტოლია. იგივე კოეფიციენტზე გამრავლდება პარლამენტის თავმჯდომარის სარგო.უცვლელი დარჩა მინისტრის პირველი მოადგილის კოეფიციენტები - 7,5, დანარჩენი მოადგილეებისთვის - 7,25.2024 წელს პრემიერის ხელფასი წელიწადში 41000 ლარს შეადგენდა, მინისტრის - 66-81 ათას ლარს. 2025 წელს პრემიერის წლიური ხელფასი გახდება 159000 ლარი, მინისტრების ხელფასი გაორმაგდება და 135 ათასს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
საქართველოში მინისტრების ხელფასები იზრდება
2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო მოხელის საბაზო თანამდებობრივი სარგო 1.460 ლარს შეადგენს.
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს კვლავაც ერთნაირი ხელფასი ექნებათ, ხოლო მინისტრების ხელფასი 2025 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასს გაუტოლდა.
მთავრობის წევრების და დეპუტატების ხელფასები ახალი ფორმულით გამოიანგარიშდება: ბიუჯეტის დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო გამრავლებული კოეფიციენტზე (თანამდებობის მიხედვით).
2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო მოხელის საბაზო თანამდებობრივი სარგო 1.460 ლარს შეადგენს.
ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, რომელზეც გამრავლდება სარგო, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის არის განსაზღვრული - 10. შესაბამისად, მათი ხელფასი 14.600 ლარს შეადგენს.
მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრებისთვის, ასევე ავტონომიებისა და ავტონომიების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებისთვის ეს კოეფიციენტი 8,5-ს ტოლია. იგივე კოეფიციენტზე გამრავლდება პარლამენტის თავმჯდომარის სარგო.
უცვლელი დარჩა მინისტრის პირველი მოადგილის კოეფიციენტები - 7,5, დანარჩენი მოადგილეებისთვის - 7,25.
2024 წელს პრემიერის ხელფასი წელიწადში 41000 ლარს შეადგენდა, მინისტრის - 66-81 ათას ლარს. 2025 წელს პრემიერის წლიური ხელფასი გახდება 159000 ლარი, მინისტრების ხელფასი გაორმაგდება და 135 ათასს შეადგენს.