https://sputnik-georgia.com/20250101/saqartveloshi-saministroebis-raodenoba-gaizarda-291626521.html
საქართველოში სამინისტროების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში სამინისტროების რაოდენობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
კულტურისა სამინისტროს თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა სპორტის მინისტრის თანამდებობაზე შალვა გოგოლაძე დაასახელა. 01.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-01T18:16+0400
2025-01-01T18:16+0400
2025-01-01T18:16+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004655_0:30:2000:1155_1920x0_80_0_0_3f9cce989162a2870c61b8947e973b1c.jpg
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2025 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უწყება - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო ამოქმედდება.პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა - შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში სამინისტროების რაოდენობა 11-დან 12-მდე გაიზარდა.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამინისტროების დაყოფა გამოწვეულია მთავრობის განსაკუთრებული ყურადღებით სპორტის განვითარებაზე.კულტურის მიმართულებით კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კულტურის სამინისტროს გადაეცა, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.გავრცელებული ინფორმაციით, კულტურისა სამინისტროს თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა სპორტის მინისტრის თანამდებობაზე შალვა გოგოლაძე დაასახელა.რეორგანიზაციის პროცესი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე დასრულდა. პარლამენტის მიერ 10 დეკემბერს მიღებული 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროების გაყოფა უკვე გათვალისწინებულია.ამრიგად, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 297,6 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც თანხა კულტურული ფასეულობების დაცვასა და მუზეუმების მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სტიპენდიებსა და დახმარებას მოხმარდება.რაც შეეხება სპორტის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 298,4 მლნ ლარი იქნება, თანხა კი სპორტის განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სპორტული დაწესებულებების მხარდაჭერას მოხმარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004655_102:0:1882:1335_1920x0_80_0_0_c3e2b0bde1302acc8ae3ddc21b1638da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში სამინისტროების რაოდენობა გაიზარდა
კულტურისა სამინისტროს თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა სპორტის მინისტრის თანამდებობაზე შალვა გოგოლაძე დაასახელა.
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2025 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უწყება - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო ამოქმედდება.
პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა - შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში სამინისტროების რაოდენობა 11-დან 12-მდე გაიზარდა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამინისტროების დაყოფა გამოწვეულია მთავრობის განსაკუთრებული ყურადღებით სპორტის განვითარებაზე.
კულტურის მიმართულებით კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კულტურის სამინისტროს გადაეცა, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კულტურისა სამინისტროს თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა სპორტის მინისტრის თანამდებობაზე შალვა გოგოლაძე დაასახელა.
რეორგანიზაციის პროცესი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე დასრულდა. პარლამენტის მიერ 10 დეკემბერს მიღებული 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროების გაყოფა უკვე გათვალისწინებულია.
ამრიგად, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 297,6 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც თანხა კულტურული ფასეულობების დაცვასა და მუზეუმების მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სტიპენდიებსა და დახმარებას მოხმარდება.
რაც შეეხება სპორტის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 298,4 მლნ ლარი იქნება, თანხა კი სპორტის განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სპორტული დაწესებულებების მხარდაჭერას მოხმარდება.