https://sputnik-georgia.com/20241231/dapirispireba-bolnissi-avtoavariis-semdeg-sss-sagangebo-gancxadebas-avrcelebs-291613614.html
დაპირისპირება ბოლნისში ავტოავარიის შემდეგ: შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
დაპირისპირება ბოლნისში ავტოავარიის შემდეგ: შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე. 31.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-31T10:31+0400
2024-12-31T10:31+0400
2024-12-31T10:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
მარნეული
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_9ad79a28acd9bc84ff3b345b5c10fb6b.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, დაპირისპირება მოჰყვა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.ავტოსაგზაო შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გუშინ საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქვეითად მოძრავ მოზარდებს დაეჯახა. აქედან ერთი-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 21 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. შეკრებილებმა ამოაყირავეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. ასევე დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ნაწილი მათგანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.შსს-ს ცნობით, შეკრებილი პირები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებსაც.უწყების ცნობით, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.რაც შეეხება ბოლნისის საავადმყოფოში გადაყვანილ დაშავებულებს, ექიმის თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ისიც თბილისში უნდა გადაეყვანათ.გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.საპოლიციო ძალები ბოლნისში ამ დრომდე რჩებიან. გდდ-ის სპეცრაზმი ამ დროისათვის ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთანაა მობილიზებული.წყარო - შსს
საქართველო
მარნეული
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_c4f487673758ee66c7e8e3e4a6d9940c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მარნეული, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, მარნეული, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაპირისპირება ბოლნისში ავტოავარიის შემდეგ: შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, დაპირისპირება მოჰყვა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გუშინ საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქვეითად მოძრავ მოზარდებს დაეჯახა. აქედან ერთი-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 21 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. შეკრებილებმა ამოაყირავეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. ასევე დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.
დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ნაწილი მათგანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.
შსს-ს ცნობით, შეკრებილი პირები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებსაც.
უწყების ცნობით, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.
რაც შეეხება ბოლნისის საავადმყოფოში გადაყვანილ დაშავებულებს, ექიმის თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ისიც თბილისში უნდა გადაეყვანათ.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საპოლიციო ძალები ბოლნისში ამ დრომდე რჩებიან. გდდ-ის სპეცრაზმი ამ დროისათვის ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთანაა მობილიზებული.